CyanogenMod-ის დეველოპერების ჯგუფის განცხადებით 2011 წლის ყველა Xperia-ს მფლობელებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თავისუფალი, საზოგადოების მიერ აგებული Android 2.3.x თავიანთი სმარტფონებისთვის. ძველ ტელეფონებს, როგორიცაა Xperia X10, X8, X10 mini და X10 მინი pro-ც მიიღებს ამ განახლებას. შეპირებულია სრული ფუნქციონალის მხარდაჭერა FM რადიოს ჩათვლით, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს მუშაობა.
CyanogenMod ვერსია 7.1 რომლის დეველოპერული ბილდებიც მალე გამოვა, ხელმისაწვდომი იქნება ჩამოტვირთვების საიტზე. ეს სიახლე ყველაზე მეტად მოეწონებათ ძველი აპარატების მფლობელებს, რომელბსაც არა აქვთ Android 2.3-ზე ოფიციალური განახლების საშუალება.
ახალი აპარატები, რომლებიც იქნება მხარდაჭერილი არის: arc, neo, mini, mini pro, Play, ray, active და pro, ბოლო ორი გამოსვლისთანავე.
CyanogenMod-ის გჯუფმა მიიღო ოფიციალური დახმარება Sony Ericsson-გან, რომელმაც მათ მაწოდეს მოწყობილობები და ტექნიკური ინფორმაცია იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო პროგრამული მხარდაჭერის განხორციელება. ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია HTC-სა და Motorola-გან განსხვავებით, რომლებმაც თავიანთ მოწყობილობებზე ჩატვირთვის დაშიფრვა საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მოხსნეს განსხვავებით Sony Ericsson-ისა.
წყარო: AnroidCentral
