codec-war.png

სტივ ჯობსმა კრიტიკული პასუხი გასცა წერილზე სადაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა VP8 კოდეკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მან გაიმეორა x264 კოდეკის დეველოპერის ჯეისონ გარეტ-გლასერის პოზიცია, რომ ახალი სპეციფიკაცია არის სუსტი, დაუსრულებელი და გაუგებარი პატენტებით დატვირთული.

გაცნობებთ, რომ x264 არის პროექტი ღია პროგრამული კოდით და ემსახურება H.264 – თან თავსებადი ვიდეოს კოდირებას. გლასერი ამბობს რომ, x264 პროექტი არის მოწოდებული მოაგვაროს MPEG-ის ლიცენზირების პრობლემები და ის რომ VP8 და H.264 ერთმანეთს გავს, შესაძლებელს ხდის VP8 ვიდეოს კოდირებას x264-ის საშუალებითაც.

სტივ ჯობსის პრობლემა VP8-თან დაკავშირებით არ არის იდეოლოგიური. მას შემდეგ რაც Goolge-მ მიიღო On2-ს შეძენის მერე ახალი კოდეკი VP8 და გახადა ის ღია, მისი უპირატესობა H.264 თან მიმართებაში გახდა ის რომ მისთვის არ არის საჭირო ლიცენზიური გადასახადები.

VP8-ს არ შეუძლია უპასუხოს Apple-ის მოთხოვნებს მისი მობილური მოწყობილობებისათვის, როგორიცაა iPhone, iPad, iPod, ასევე არ შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოს კოდირება. VP8 ვებზე უფრო არის ორინეტირებული, სადაც Google, Mozilla და სხვა პარტნიორები ცდილობენ ლიცენზირების გარეშე მიაწოდონ მომხმარებელს ვიდეო კონტენტი. Apple-ს არა აქვს პრობლემა გადაუხადოს ფული მწარმოებლებებს H.264 კოდეკის გამოყენებისათვის, მაგრამ Mozilla-ს მსგავს კომპანიების, რომლებიც უფასო ბრაუზერებსა და პროგრამებს ავრცელებენ ეს ვარიანტი რა თქმა უნდა არ აწყობთ.

პრობლემა ის არის რომ ვიდეო ექსპერტები, როგორიცაა გარეტ-გლასერი გვამცნობენ, რომ VP8 არა მხოლოდ დაუსრულებელია, არამედ პრობლემები აქვს პატენტებთან, რომლებიც გამოიყენება უახლეს ვიდეო კოდირებაში. ეს პატენტები ეკუთვნის დიდ კონსორციუმს, MPEG (Motion Pictures Experts Group).

თუმცა სადაც ვებია იქ არის თავისუფლებაც. იმის გამო, რომ ლიცენზია არ მისცემს საშუალებას Mozilla-სა და სხვა მწარმოებლებეს უფასოდ მიაწოდონ მომხმარებლებს H.264 კოდეკის მხარდაჭერა, VP8 იქნება იდეალური გადაწყვეტილება ამ პრობლემის მოგვარებისათვის.

არის თუ არა VP8 პატენტების დარღვევით გამოსული, როგორც ღია კოდი და იქნება თუ არა ის მთავარი სტანდარტი ვებ-ვიდეოსთვის დრო გვანახებს, თუმცა გამოცდილებას თუ ვენდობით Google-ის ნებისმიერი პროექტი დროთა განმავლობაში ხდება კიდევაც მიღებული სტანდარტი და ეს მემგონი გარდაუვალია.

რაც შეეხება H.264 კოდეკს, ის რა თქმა უნდა დარჩება ფორმატად რომლის საშუალებითაც მაღალი ხარისხის დაცული კონტენტის მიწოდება იქნება შესაძლებელი მომხმარებლისათვის.

და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ძალთა თანაფარდობა, რომელიც აუცილებლად გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ შემთხვევაში.

ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Microsoft, Mozilla, Opera უკვე დაუჭირეს მხარი ამ ინიციატივას. დარჩა Nokia, რომელიც ჯერ არ გამოხმაურებია Google-ს, თუმცა მას პრობლემა არ ექნება მხარი დაუჭიროს კიდევ ერთ არაპროპრიეტარულ სტანდარტს. ამ კამპანიას უერთდება Adobe დაპირებით, რომ შემდეგი ვერსიის FlashPlayer-ში იქნება VP8-ს მხარდაჭერა.

ასევე გამოცხადდა რომ AMD, ARM, Broadcom და Nvidia განახორციელებენ აპარატულ მხარდაჭერას ახალი კოდეკისათვის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვიკიპედიაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.