თანამედროვე მყარი დისკების (ვინჩესტერების) უმრავლესობა კორპუსის შიგნით სავსეა ჰაერით, რომელიც ზღუდავს სისტემის შესაძლებლობებს. ჰერი ქმნის გარკვეულ წინაღობას მოძრავი ელემენტებისათვის და საბოლოო ჯამში წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე იზღუდება. კომპანიამ Western Digital გადაწყვიტა შეცვალოს ჰაერი ჰელიუმით, რომ გაზარდოს წარმადობა.

საქმე იმაშია, რომ ჰელიუმის სიმკვრივე შვიდჯერ უფრო ნაკლებივია ვიდრე ჩვეულებრივი ჰაერის. ამ შემთხვევაში ვინჩესტერის კორპუსი ჰერმეტული იქნება და დისკების პაკეტი უფრო თხელი გამოვა, რაც ფირფიტების რაოდენობას გაზრდის რითაც მისი მოცულობა 26% გაიზრდება. ასევე შესაძლებელი იქნება ენერგიის მნიშვნელოვანი ეკონომია დაახლოებით 23%-მდე და ასევე მათი ფასი უფრო ნაკლები იქნება ვიდრე ჩვეულებრივის.

კომპანია აცხადებს, რომ ისინი ამაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და ასეთი მოდელების გამოშვება უკვე მომავალ წელს არის დაგეგმილი. თავიდან მათი დანიშნულება დატა-ცენტრები და ღრუბლოვანი სერვისები იქნება, მაგრამ მოგვიანებით ისისნი ჩვეულებრივი მომხმარებლითვისაც გამოვა ახალი მყარი დისკები.

წყარო: ComputerWorld

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.