დღეს ლონდონში Motorola წარმოადგინა მისი პირველ პროდუქტი, რომელიც არის Intel-თან მრავალი წლის ურთიერთობის შედეგი. ეს არის გარდაქმნილი Droid RAZR M და მას ქვის RAZR i. ორივე მოწყობილობა იდენტურად გამოიყურება თუმცა მათი აპრატული მოწყობა განსხვავებულია. ყველაზე მნიშვნელოვანია Intel-ის Medfield პროცესორი მის მაქსიმალურ სიჩქარეზე 2 GHz. 

მას აქვს 540×960 Super AMOLED ეკრანი, მისი სისქე არის 8.3 მმ და ასევე აქვს 2 000 მილიამპერიანი აკუმულატორი, კევლარის კორპუსი. მას ექნება 4.5 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება.

დიდი ყურადღება მიექცა მოწყობილობის კამერას, რომელიც არის 8 მეგაპიქსელიანი და შეუძლია წამში 10 ფოტოს გადაღება და 1080p ვიდეოს ჩაწერა.

როგორც RAZR M, Motorola-სა და Intel-ის პროდუქტი გამოვა Ice Cream Sandwich ოპ. სისტემით და შემდგომში განახლდება Jelly Bean-ზე. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Intel-ის პლატფორმაზე გადასვლა არ არის მიზეზი წინა ვერსიის ოპ. სისტემით გამოსვლის, რადგანაც აპლიკაციების თავსებადობის არანაირი პრობლემა არ არსებობს.

Motorola ამბობს, რომ ტელეფონი გამოვა ოქტომბერში ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, არგენტინაში და მექსიკაში. ის გაიყიდება მობილური ოპერატორების ქსელში და მისი ფასი ჯერ არ დაუსახელებიათ.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=EC6X9azWHuw[/youtube]წყარო: TheVerge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.