კომპანია Dell-მა დაასახელა პლანშეტური კომპიუტერი Streak_ის გაყიდვების დაწყების თარიღი. მოწყობილობა მაღაზიებში გამოჩნდება შემდეგი თვის დასაწყისში.
Streak_ი იყენებს Qualcomm Snapdragon_ის აპარატულ პლატფორმას და ფუნქციონირებს Google Android_ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, სპეციალურად შერჩეული ინტერფეისით. აპარატს აქვს 2გბ ინტეგრირებული ფლეშ მეხსიერება, რომლის გაზრდაც შესაძლებელია microSDHC ბარათების მეშვეობით მაქსიმუმ 32გბ მდე.
პლანშეტი აღჭურვილია 5 დიუმიანი სენსორული დისპლეით, 5 მეგაპიქსელიანი კამერით, უკაბელო კავშირის Wi-Fi კონტროლერით, Bluetooth_ით და 3G მოდულით მობილურ ქსელებთან დასაკავშირებლად. ამ სიახლეს ასევე აქვს GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები. ყურსასმენებისთვის აქვს 3,5 მილიმეტრიანი ბუდე. მოწყობილობას აქვს UMTS/HSDPA/HSUPA 850/1900/2100 მჰც და GSM/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელების მხარდაჭერა.
პირველად პლანშეტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ფიჭური ოპერატორი O2_ის და ტექნიკის მაღაზია Carphone Warehouse_ში. გაყიდვები ასევე დაიწყება სხვა ევროპულ ქვეყნებშიც და ამერიკაში.
თუ რა ეღირება პლანშეტი Streak_ი მწარმოებლი ჯერ არ ახმაურებს.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=M9p-Kwm9GbQ&
გამოყენებულია TechConnect Magazine_ის მასალები.

