კომპანია Sony-იმ ახლახანს წარმოადგინა მისი ბოლო წარმოებული მოწყობილობა OLED-დისპლეის სფეროში-მოქნილი 4,1 დიუმიანი დიაგონალის დისპლეი.

ეკრანი არის ორგანული შუქდიოდების ბაზაზე (OLED), რომელსაც აქვს დეფორმაციის უნარი. მსგავსი პანელების პროტოტიპების დემონსტრირება ხდებოდა ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ. მაგრამ Sony-ის ახალ წარმოებას, წინა ნიმუშებისგან განსხვავებით, აქვს იმდენად დიდი დრეკადობა, რომ შესაძლებელია მისი მილის მსგავსად დახვევა.პანელის სტრუქტურაში გამოყენებულია ახალი ტიპის თხელ ფირიანი  ორგანული ტრანზისტორები, რომელიც განთავსებულია მოქნილ სუბსტრატზე. პრეზენტაციის განმავლობაში Sony-იმ წარმოადგინა, თუ  როგორ შეიძლება ეკრანის შემოხვევა 4 მმ დიამეტრის მილზე და ამასთან არ შეწყდეს ვიდეოგამოსახულების ჩვენება. აღსანიშნავია, რომ დეფორმაციის დროს დისპლეიზე შესამჩნევი იყო დეფექტური პიქსელები, მაგრამ ეს გასაკვირი არც არის, იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია პროტოტიპზე.ეკრანის გარჩევადობა არის 432×240 პიქსელი და აღიქვავს 16 მილიონზე მეტ ფერს. სიმკვეთრე, ტექნიკური თვისებების გათვალისწინებით, აჭარბებს 100 გ / მ ², კონტრასტულობა — 1 000:1.დრეკადი OLED-პანელის მასიური წარმოების დაწყების დრო არ არის დაზუსტებული.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=s4c2KnBKXu4

გამოყენებულია Sony-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.