კომპანია Gateway-იმ, Netbook Summit-ის ღონისძიებაზე სან-ფრანცისკოში, წარმოადგინა მინი-კომპიუტერი LT2203.
სიახლე წარმოებულია AMD აპარატურული პლატფორმის ბაზაზე, იყენებს ერთ ბირთვიან პროცესორს V105, ტაქტური სიხშირე არის 1,2 გჰც და დახარჯული სითბური ენერგის მაქსიმალური მაჩვენებელი არის 9 ვტ. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა-1 გბ. მყარი დისკზე შესაძლებელია 250 გბ-მდე მონაცემების შენახვა.
ნეტბუქს აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი გაფართოებით 1024×600 პიქსელი. გრაფიკულ ჩვენებას უზრუნველყოფს ATI Radeon HD 4225 ვიდეოადაპტერი. HDMI ციფრული ინტერფეისის მეშვეობით შესაძლებელია მიუერთდეს მაღალი გარჩევადობის გარე მონიტორი.
მოწყობილობას აქვს უკაბელო კავშირის Bluetooth 3.0 და Wi-Fi კონტროლერები IEEE 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით. ვებკამერა და ქარდრიდერი. კვება მარაგდება 6-ელემენტიანი აკუმულატორული ბატარეიდან.
აპარატის გაყიდვის დაწყების თარიღი და ღირებულება უცნობია.
გთავაზობთ LT2203-ის დემონსტრირების ვიდეოს:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=qjTnjzIs-_M
გამოყენებულია Liliputing-ის მასალები.

