კომპანია Acer–მა წარმოადგინა დესკტოპ–მონობლოკი Aspire Z5710 23–დიუმიანი ეკრანით.
სიახლე აღჭურვილია — აპარატული პლატფორმა Intel: მყიდველს შეუძლია აირჩიოს კომპიუტერი Core i3, i5 ან i7 მოდიფიკაციით. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა — 8 გბ; მყარი დისკი — 1 ტბ–მდე. 23-დიუმიანი დისპლეი Full HD გაფართოებით 1920×1080 პიქსელი «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერით. გრაფიკული ადაფტერი — nVidiaGeForce GT240M 1 გბ მეხსიერებით.
მონობლოკის შემადგენლობაშია DVD-ჩამწერი, ვებ–კამერა, Bluetooth 2.1+EDR და Wi-Fi (802.11b/g/n) ადაფტერები, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი და 6–არხიანი აუდიო კოდეკი, ექვსი USB-პორტი; გარდა ამისა, გააჩნია HDMI ციფრული ინტერფეისი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მიუერთდეს მაღალი გარჩევადობის გარე მონიტორი. დამატებით შესაძლებელია TV-მიმღების შეკვეთა.
Aspire Z5710–ის ზომებია — 570×484×85 მმ; პროგრამული პლატფორმა — Windows 7 Home Premium. ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია Acer–ის მასალები.


dzan magari iqneba iqneb fasic dawerot 🙂
1600$ ღირს მოსკოვში….
Kaxa Shen Saidan Ici? 😛
Egeti Viyide Meec Moskovshi 6 Gb Operatiuli 1 Gb Video Karta 2.4 Gghc Core i7 ! 1600 $ Tuneric MOyveba