ამერიკელმა ექიმმა აღმოაჩინა ტვინის ელექტრული აქტივობის მომატება მომაკვდავ ადამიანებში, და მისი აზრით სწორედ ამით აიხსენბა ხილვები, რომელიც ადამიანებს სიკვდილის წინ აქვთ ხოლმე. საზოგადოების ნაწილის აზრით ეს არის სამოთხე და ჯოჯოხეთის არსებობის დამადასტურებელი – მეცნიერები კი ამ აზრს არ ეთანხმებიან.
The George Washington University Medical Center -ის ექიმმა რეანიმატოლოგმა ლახმირ ჩავლა-მ განაცხადა – “ელექტრული აქტივობის ზრდა გამოწვეულია ტვინში ჟანგბადის რაოდენობის კლებით. სისხლის მოძრაობა ნელდება, ჟანგბადი არასაკმარისია, სწორედ ამიტომ გამოსცემს ტვინი ე.წ გამოსამშვიდობებელ ელექტრულ იმპულსებს. ეს იმპულსი წარმოიშობა ტვინის კონკრეტულ უბანში შემდეგ კი მთელს ტვინზე ვრცელდება, შესაბამისად ამ დროს ადამიანს აქვს მკვეთრი გამოსახულების ხილვები.” კლინიკური სიკვდილიდან გამოსულები ყვებიან თუ როგორ დაენათათ თავზე მკვეთრი თეთრი შუქი და რომ ხედავდნენ განათებულ გვირაბს. ზოგიერთი კი ამტკიცებდა რომ მათ ხილვებისას დაინახეს იესო, მუჰამედი ან კრიშნა (რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით).
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა უკავშირდება ამერიკელ მომღერალს Pam Reynold -ს, 1991 წელს მან კლინიკური სიკვდილიდან გამოღვიძების შემდეგ მან შეძლო აღეწერა ტრეპანაციის დეტალები,და ის თუ რაზე ლაპარაკობდნენ ქირურგები ოპერაციისას.არსებობს სტატისტიკაც, რომ 15 -20 % ვინც გადაიტანა კლინიკური სიკვდილი ან გულის გაჩერება, იყვნენ გონზე და შემდეგ ყვებოდნენ დეტალურად მოვლენებს რომლებიც ხდებოდა მათი “გარდაცვალებისას”. 2001 წელს დანიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 344 – მა ადამიანმა და აქედან 18% ყვებოდა ხილვებზე. კლინიკური სიკვდილის შემდეგ ისინი გახდნენ უფრო ბედნიერები და ნაკლებად მერკანტილურები და რა თქმა უნდა ამის შემდეგ მათ სიკვდილის შიში აღარ ჰქონდათ.
გ.ლ ჩავლამ ასევე ყურადღება მიაქცია იმას რომ ტვინის ელექტრული აქტივობის მკვეთრი ზრდა მომაკვდავებში გრძელდება 30 წამიდან 3 წუთამდე, ეს მდგომარეობა ანალოგიურია საღ გონებაზე მყოფი ადამიანის მდგომარეობისა, იმის მიუხედავად რომ ჩანს თითქოს მათ სძინავთ და ასევე არ აქვთ სისხლის წნევა. როგორც ჩანს ეს პირველი ცდაა მენციერებისა ფიზიოლოგიურად ახსნან მომაკვდავების ხილვა. ექიმი ლახმირ ჩავლა დეტალურად მხოლოდ 7 პაციენტის შემთხვევას აღწერს, მაგრამ მისივე თქმით მან გამოიკვლია ანალოგიური უკვე 50 პაციენტი. კრიტიკოსები აღნიშნავენ რომ ექიმ ჩავლას არ წარმოუდგენია არანაირი დადასტურება იმისი, რომ ელექტროდების აქტივობა დაკავშირებულია მომაკვდავის ხილვებთან, რადგან შვიდივე პაციენტი გარდაიცვალა და შესაბამისად ვერაფრის მოყოლა ვერ შეძლეს.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ – Journal of Palliative Medicine
გამოყენებულია Times Online – ის მასალები.

