Microsoft-ის მოთხოვნა, რომ მოწყობილობებში რომლებიც სერტიფიცირებული იქნება Windows 8 თავსებადი აუცილებლად უნდა იყოს UEFI secure boot ტექნოლოგია. ამან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია Open Source საზოგადოებაში. Free Software Foundation გამოვიდა განცხადებით სადაც დაგმო “შეზღუდული ჩატვირთვა”. ის, რომ საჭირო იქნება გასაღებების ხელით ჩასწორება და secure boot-ის გამორთვა, იმისთვის, რომ დავაყენოთ linux და unix სისტემები ამ პროცესს რთულს და მოუხერხებელს ხდის. ამის გარდა გამოჩნდება მოწყობილობები, რომლებზეც საერთოდ შეუძლებელი იქნება ხელმოუწერელი სისტემების დაყენება.
იმისათვის რომ დაცული იქნას თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლო დისკრიმინაციისაგან, Linux Foundation ამუშავებს სპეციალურ წინარე ჩამტვირთავს, რომელიც თავისუფლად იქნება ხელმისაწვდომი ფონდის ვებ-საიტზე მას შემდეგ რაც მას Microsoft მოაწერს ხელს. ეს ჩამტვირთი უზრუნველყოფს მომხმარებელს, რომ არ მოუწიოს გასაღებების ხელით შეყვანა და გამორთავს secure boot-ს. ის უბრალოდ მოითხოვს ნებართვას და მიღების შემდეგ ჩატვირთავს ნებისმიერ ოპ. სისტემას. ამით Linux Foundation კონსორციუმი საკუთარი ძალებით ასრულებას იმ რეკომენდაციების რეალიზებას, რომელიც მან ერთი წლის წინ მისცა OEM მწარმოებლებს.
Linux Foundation მიესალმება მნიშვნელოვანი დისტრიბუტივების (Fedora, SUSE, Ubuntu) გამოიყენოს UEFI ჩამტვირთის ფუნქციონალი ჩვეულებრივ რეჟიმშიც. წინარე ჩამტვირთი არის დროებითი გადაწყვეტილება სანამ სხვა დისტრიბუტივების მწარმოებლები არ გადავლენ უსაფრთხო ჩატვირთვის მექანიზმებზე და არ ქენებათ პრობლემა Windows 8 სერტიფიცირებულ მოწყობილობებთან მუშაობისას.
ჩამტვირთის პროგრამული წყარო შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან:
git://git.kernel.org/pub/scm/linux/kernel/git/jejb/efitools.git
(ფაილი Loader.c).
წყარო და დამატებითი ინფორმაცია ნახეთ — ჯეიმს ბოტომლის ბლოგში , რომელიც არის Linus Foundation-ის ტექნიკური მეთვალყურეობის საბჭოს წევრი.

