.

კომპანია Sony Japan – მა განაცხადა რომ  PS3 – ის თამაშების პირველი რელიზი სტერეოსკოპული  3D რეჟიმის მხარდაჭერით შედგება 10 ივნისს.

ამ დღეს იაპონიის PlayStation Network – ის ქსელის მაღაზიებში ერთდროულად რამდენიმე თამაში გამოჩნდება ახალი ვიზუალიზაციის რეჟიმით.3D რეჟიმი ასევე ექნებათ არა მარტო ახალ თამაშებს არამედ ზოგიერთ ძველ თამაშსაც.შეგახსენებთ რომ ადრე Sony ირწმუნებოდა რომ ძველ პროექტებს ვერ ექნებოდა 3D ტექნოლოგიებთან შეხება.დღეისათვის ცნობილია 3 თამაში, ესენია – Super Stardust,WipeOut და  Pain .

პირველ თამაშს ექნება უფასოდ გადმოსატვირთი  დამატება ,რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ეკრანის სივრცეში დანახვა.ხოლო Pain – ის შემთხვევაში კი მოთამაშეებს ¥300 იანის გადახდა მოუწევთ (დაახლოებით 3.2 დოლარი).მაინც ნუ იჩქარებთ მის შეძენას რადგან იმისთვის რომ მიიღოთ 3D,საჭიროა ტელევიზორი,რომელსაც აქვს სტერეოგამოსახულების არეკვლის ფუნქცია,და ასევე სათვალეები რომელიც რა თქმა უნდა ცალკე იყიდება და არც მის გარეშე იმუშავებს ეს ტექნოლოგია.

გამოყენებულია Kotaku – ს მასალები .

2 Responses

  1. მე ვერ დავინახე 3დ გამოსახულება სათვალეებით და რისი ბრალი შეიძლება იყოს? 🙁

  2. სათვალეები კი მაგრამ ტელევიზორიც ჭირდება 3დ ს რო იღებდეს . ანუ ან მარტო სათვალით ან მართო ტელევიზორით არაფერი გამოდის რა როგორც მივხვდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.