Asus-ის პირველ PadFone-ს ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ანაონსიდან ბაზრამდე მოეღწია და არ არის გასაკვირი, რომ მისმა შემცვლელმა გააკეთოს დებიუტი სანამ პირველი მოდელები მიაღწევენ მაღაზიის თაროებს. PadFone 2 არის Android სმარტფონი, რომელიც დიდი და ხარისხიანი ეკრანების ტრადიციას მიყვება, 4.7 დიუმიანი 720p IPS ეკრანით და ასევე 13 მეგაპიქსელიანი კამერით. კამერის სენსორი არის Sony-ს მიერ წარმოებული backside-illuminated ტექნოლოგიით დამზადებული. მისი პროცესორიც შთამბეჭდავია და არის 1.5 გჰც. ოთხ-ბირთვიანი Snapdragon S4 2 გიგაბაიტი ოპ. მეხსიერებით.

რა თქმა უნდა PadFone არ იქნებოდა PadFone რომ არ ქონდეს პლანშეტური აქსესუარი, რომელიც არის სმარტფონივით თხელი სლეიტი რედიზაინის შემდეგ შეცვლილი ახალი დოკ-კონექტორით. ის უკვე ვერტიკალურად თავსდება დოკში და მშვენივრად ჯდება სრულ დიზაინში, რომელიც უკვე უფრო პლანშეტურია და არა ჰიბრიდული. 10.1 დიუმიანი პლანშეტის გაფართოება უცვლელია 1280×800 მაგრამ მისი აკუმულატორი ჩამოვიდა 6600-დან 5000 მილიამპერამდე, თუმცა გაიზარდა თვითონ სმარტფონის აკუმულატორი 2140-მდე რაც ალბათ აკომპენსირებს ამ დანაკარგს.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=DjpACIJkpQo[/youtube]

წყარო: TheVerge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.