ჩვენს მაღაზიაში გაყიდვაში გამოჩნდა Google-ის პირველი პლანშეტური კომპიუტერი Nexus 7, რომლის მიმართაც გულგრილი ვერ დავრჩი და პირველივე დღეს წამოვიღე ტესტირებისათვის. მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები და ზოგიერთი ტესტირების შედეგები რომელიც ამ მოწყობილობაზე ჩავატარე.

პირველ რიგში განვიხილოთ ამ ტაბლეტის ტექნიკური მონაცემები რაც ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა ერთ-ერთი ღირსებაა აპარატურის შეფასებისას.

დავიწყებ პროცესორით, რომელიც არის Nvidia-ს ოთხ ბირთვიანი 1.3 გიგაჰერციანი პროცესორი თავისივე GeForce ვიდეო ამაჩქარებლით. მას აქვს ერთი გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და რა თქმა უნდა 8 და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. ჩვენ გაყიდვაში გვაქვს მხოლოდ 16 გიგაბაიტიანი მოდელი და თუ რატომ ამას რევიუს განმავლობაში მიხვდებით.

iFixit.com – პროცესორი

არის გარემოს და პოზიციის აღქმის სენსორები და ერთი ფრონტალური კამერა 1.2 მეგაპიქსელი ვიდეო ზარებისათვის, როგორც Google Talk ასევე სხვა სერვისების მომხმარებლებისათვის. არის Wifi მოდული უკაბელო ქსელში ჩასართავად, მაგრამ არ არის 3G მოდული მობილური ქსელებისთვის. არის NFC მოდული, რომელიც ამერიკულ ვერსიაში გამოიყენება როგორც ელექტრონული გადახდებისთვის ასევე Android Beam ფუნქციონალისთვის. ჩვენთან მხოლოდ Android Beam ანუ ორ მოწყობილობას შორის კავშირის დამყარებისთვის გამოგვადგება.

ამ ყველაფერს კვებავს Li-Ion 4325 mAh აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს HD ვიდეოს 9 საათის განმავლობაში, 10 საათი ვებ-ბრაუზინგი, 10 საათი ელ-წიგნების კითხვა და 300 საათი მოლოდინის რეჟიმი.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს ის გამოირჩევა ბევრი ანდროიდ პლანშეტისგან მინიმალიზმით და რა თქმა უნდა ფუნქციონალური დიზაინით. დავიწყოთ ეკრანით რომელიც არის 7 დიუმიანი 1280×800 HD ეკრანი (216 ppi) რაც აბსოლუტურად საკმარისია ვიდეოსთვის და შესანიშნავია ტექსტის წასაკითხად, ის ნაკწრებისგან დაცულია Corning Gorilla Glass შუშით.წინა პანელზე არ არის არანაირი ღილაკი, რადგანაც Google-ის Nexus-ებს სამომხმარებლო ინტერფეისში აქვთ მოთავსებული ნავიგაციის სისტემა. ზევით ცენტრი უშნოდ არის ჩასმული ზემოთ ხსენებული კამერა, რომლის დამალვა შავი ფერის ზედაპირში უკეთესად შეიძლებოდა ვიდრე ეს Nexus 7 აქვს. ეკრანის გარშემო არის ვერცხლისფერი ჩარჩო და ის არც ისე წახნაგოვანი კუთხითა გადადის უკანა პანელზე.

უკანა პანლი შესრულებულია დრეკადი პლასტმასისგან, რომელიც ძალიან მტკიცედ გამოიყურება და სასიამოვნოა ხელში დაჭერისას. არ არის ისეთი შეგრძნება, რომ აუცილებლად უნდა ვიყიდოთ რამე შალითა, რომ ალუმინის კორპუსი ხელიდან არ გაგვისხლტეს. პანელი დაწინწკლულია და ზევით დიდი ასოებით ამოტვიფრულია nexus საფირმო ნიშანი. ქვევით არის მთელი პანელის სიგანეზე ჭრილში მოთავსებული დინამიკი, რომელსაც შესანიშნავი ხმა აქვს და სასიამოვნო რეზონანსი აქვს მთელს კორპუსთან, რაც მასზე ფილმის ნახვს და მუსიკის მოსმენას კომფორტულს ხდის არა ხმაურიან გარემოში ყურსასმენების გარეშე. ასევე ქვევით არის microUSB პორტი და 3.5 მმ აუდიო ფოსო. ზევით არის მიკროფონის პატარა ნასვრეტი. მარჯვნივ არის ჩართვის და ხმის კონტროლის ღილაკები. მარცხნივ კი გვერდითა წიბოზე არის ოთხი ნახვრეტი კონტაქტებით, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის განკუთვნილია დოკ აქსესუარისთვის. პლანშეტის ყველა გარეგანი ელემენტი კამერის გარდა მოთავსებულია უკანა პანელის წიბოებზე და ის ხელს არ უშლის მომხმარებელს პლანშეტის ხელში ნებისმიერი პოზიციით დაკავებისას.

Nexus 7-ის ზომებია 198.5 x 120 x 10.45მმ და მისი წონაა 340 გრამი რაც მას ძალიან პორტაბელურს და კომფორტულს ხდის. არ დამზარებია ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მისი თან ტარება. ამ რევიუს გარკვეული ნაწილიც მასზე დავწერე Google Docs-ის საშუალებით, რომელიც ამ ფორმ ფაქტორზე ძალინა კომფორტული აღმოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ მე ეს პლანშეტი მირჩევნია Amazon-ის Kindle Fire სა და Barnes Andr Noble Nook-ს რომლებსაც თუნდაც არა აქვთ სრული Android ოპ. სისტემის მხარდაჭერა.

რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ხელში გვაქვს Google-ის Android ყველა სერვისით. ჩვენთან ხელმისაწვდომია Play Store უფასო აპლიკაციები, Play Music ჩვენივე ატვირთული მუსიკით და არ არის ახალი კონტენტის შეძენის საშუალება, Play Books მხოლოდ უფასო წიგნებით.

მაგრამ სრული ფუნქციონალით მუშაობს Gmail, Google Drive რომელიც ასევე არის სრულუფლებიანი საოფისე პაკეტი. Google+ სოციალური ქსელი.

რადგანაც პლანშეტს აქვს GPS მოდული ძალიან კომფორტულია Google Maps-ის გამოყენება, შეგიძლიათ წინასწარ მონიშნოთ და შეინახოთ რუკის საურველი უბანი და მერე თამამად გაემგზვროთ იმ მიმართულებით.

არის Google-ის დანარჩენი სერვისების მხარდაჭერაც, რომელთა ჩამოთვლა აქ ძალიან შორს წაგვიყვანს ამიტომაც მხოლოდ მნიშვნელოვანი აპლიკაციებით შემოვიფარგლე.

რადგანაც პლანშეტზე ყოველგვარი ოპ. სისტემის განახლება Google-ის ხელშია ის ავტომატურად განახლდა Android 4.1.2 ვერსიამდე რელიზიდან ორ დღეში.

რადგანაც ეს არის Google-ის პლანშეტი მასზე ყველანაირი გზა არის გახსნილი დეველოპერებისათვის, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი და ჩაატარონ ნებისმიერი ექსპერიმენტი სისტემასთან. ამისათვის შესაძლებელია სისტემის ჩამტვირთის გახსნა და მასზე ჩვენს მიერ დაკომპილირებული სისტემის გაშვებაც. რადგანაც Google ჩაკეტილად არ ეწევა Android-ის დეველოპმენტს მისი ოპ სისტემის გაუმჯობესაბაში მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია.

გახსნილი ბოქლომი ნიშნავს, რომ ეს მოწყობილობა მზადაა დეველოპმენტისათვის და მასზე შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება

როცა ამ თემას ვეხები აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ Google IO 2012-ზე Cyanogen Mod-ის დეველოერები ოფიციალურად იქნენ მიწვეულები და მათ პროდუქტს მიენიჭა თითქმის ოფიციალური სტატუსი და მათი ნამუშევარი, როგორც მანამდე ასევე აწი შევა ოფიციალურ Android სისტემაში. ამიტომაც მე როცა ხელში ჩამივარდება AOSP ანუ Android Open Source Project-ზე დაფუძნებულ Cyanogen Mod-თან თავსებადი მოწყობილობა აუცილებლად ვაყენებ მასზე ამ სისტემას და ვატესტირებ Google-ის აპლიკაციების გარეშე.

Cyanogen Mod 10 არის Android 4.x.x ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული და მისგან მხოლოდ გაფართოებული სისტემური და სამომხმარებლო ფუნქციონალით აღჭურვილი ოპ. სისტემა, რომელიც იძლევა სისტემურ რესურსებთან სრულ წვდომას, რასაც ვიღებთ ზოგადად root-ზე წვდომის საშუალებით (დარუთვა), იგივეა რაც iOS მოწყობილობებზე Jailbreak. Google-ის Nexus მოწყობილობების დარუთვა ოფიციალურად არის ნებადართული Google-ის მიერ და არის პროგრამისტებისა და განვითარებული მომხმარებლებისათვის, რომლებიც სისტემის მუშაობის გარკვეულ დეტალებში არიან გათვითცნობიერებულნი.

რა თქმა უნდა სავალდებულო არ არის Cyanogen MOD-ის გამოყენება, ძალიან ადვილად ირუთება ოფიციალური სისტემაც და ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სრული წვდომა ყველაფერზე. რადგანაც საქართველოში არცერთი ოპერატორი არ გვაძლევს Play Store-ის თუნდაც ფასიან აპლიკაციებზე და ზოგიერთ უფასო აპლიკაციაზე, რომელიც არ არის ჩვენს ზონაში წვდომას კონტენტის საყიდლად საჭიროა მოვატყუოთ Play Store და მივუთითოთ, რომ ჩვენ ვართ რომელიმე დაშვებული ოპერატორის მომხმარებელი და საკრედიტო ბარათის შეყვანისას უნდა მივუთითოთ ამერიკული საცხოვრებელი მისამართი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი ყიდვის მომენტში უნდა ვიყოთ ამერიკის ტერიტორიაზე რაც VPN კავშირით ხორციელდება. როგორც ხედავთ საკმაოდ ჩახლართული საქმეა და ამიტომაც მის დეტალურ გარჩევას ცოტა მოგვიანებით ცალკე სტატიაში შემოგთავაზებთ.

მოდით ვნახოთ ტესტირების პროგრამების შედეგები თუ რა პოზიციებზეა პლანშეტი მათი მონაცემებით.

VELLAMO ტესტების თანახმად მოწყობილობა აპარტულ ტესტებში მე-5 ადგილზეა და ვებ-ტესტებში მესამეზე რაც დამაკმაყოფილებელზე მეტი მონაცემებია საშუალო კლასის პლანშეტისთვის.

Antutu-ს მონაცემებით ის მე-4 ადგილზეა და აქაც ჯამური შეძალებლობებით ღირსეულად დგას მოწოდების სიმაღლეზე.

რა თქმა უინნდა პლანშეტზე შეიძლება მშვენიერი 3D თამაშების გაშვება, მაგრამ სამწუხაროდ მსგავსი ტესტირების საშუალება არ მქონდა და შევეცდები მომავალში ჩვენი გეიმინგის ბლოგერებთან ერთად მოვახდინო მსგავსი შედარება.

კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ქართულ გარემოსთან ინტეგრაციის საკითხს, ამ შემთხვევაში საქმე არც ისე ცუდად გვაქვს. ზოგიერთი მწარმოებლის მოწყობილობებისგან განსხვავებით არის ქართული შრიფტი და Play Store-ში არის რამდენიმე ქართული კლავიატურა.

ნორმალურად გამოიყურება ქართული საიტები ბრაუზერში და ეს ყველაფერი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ძალიან მალე ვისურვებდი და ალბათ ხელსაც შევუწყობ, რომ AOSP სისტემაში გამოჩნდეს ქართული ინტერფეისი და მშობლიური კლავიატურა.

ჩემი აზრით პლანშეტი არის კარგი საშუალო დონის ალტერნატივა იმათთვის ვისაც უკვე ეზარება 10 დიუმიანი მონსტრების თრევა და არ არის სხვა მწარმოებლების 7 დიუმიანი მოწყობილობებით. ვნახოთ როგორ შეიცვლება სიტუაცია iPad mini-ს გამოსვლის შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით თუნდაც Android ბაზარზე ამ პლანშეტს კონკურენტი არა ყავს ჯერ-ჯერობით და ის შემდეგი მინი Nexus-ის გამოსვლამდე ლიდერი დარჩება. არ არის პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ეშმაკური ხრიკების გარეშე მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ არსებობს უამრავი მარკეტი და Google საშუალებას იძლევა დავაყენოთ გარეშე პროგრამებიც. მე არ დავფიქრდებოდი იმაზე, რომ პლანშეტს არა აქვს SD ბარათების მხარდაჭერა, ჩვენ ვერ შევძლებთ თან წავიღოთ ფილმები და უამრავი მუსიკა, მაგრამ რამოდენიმე ფილმს და საკმარის მუსიკალურ ფაილებს ის დაიტევს. მას არა აქვს ფოტო და ვიდეო კამერა ამიტომაც მულტიმედიური კონტენტისთვის მას საკმარისი მოცულობა გააჩნია. ასევე ნუ დაივიწყებთ WiFi ქსელით თქვენ წვდომა გექნებათ ნებისმიერ კონტენტთან, ნებისმიერი ფორმატის მუსიკასთან და ვიდეოსთან რაც ამ პლატფორმის ყველაზე თვალსაჩინო უპირატესობად მიმაჩნია.

პლანშეტის შეძენა ჩვენს მაღაზიებში შეგიძლიათ  569 ლარად, რაც შესანიშნავი ფასია თუ გავითვალისწინებთ მის რეალურ ფასს ა.შ.შ-ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.