ტაივანში Computex 2010–ის გამოფენაზე AMD–მ წარმოადგინა თავისი პირველი ახალი თაობის პროცესორი — Fusion APU.
Fusion APU (Accelerated Processing Unit) — ჰიბრიდული ტიპის ჩიპი,რომლის ბირთვიც აგებულია х86 არქიტექტურით და გაერთიანებულია გრაფიკულ კონტროლერთან. მწარმოებლები ამბობენ რომ ამ ტიპის პროცესორების გამოჩენა კომპიუტერულ ინდუსტრიას ახალ ეტაპზე გადაიყვანს, გაზრდის მაღალი ხარისხის ვიდეოების დამუშავების ხარისხს, გაზრდის მათ სათამაშო პოტენციალს.
Fusion APU — წარადგინა AMD Products Group–ის ვიცე–პრეზიდენტმა რიკ ბერმანმა. ასევე წარმოდგენილი იყო კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა ეს პროცესორი, რომელიც ადვილად უმკლავდება თამაშს Aliens vs. Predator, რომელსაც სჭირდება DirectX 11–ის პროგრამული ინტეფეისის მხარდაჭერა.
AMD–ს მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს Fusion APU–ის ჩიპების საცდელი გამოშვება კოდური სახელით Llano. ამ პროცესორებს აქვთ 4 ბირთვი და ინტეგრირებული 5600 სერიის გრაფიკული კონტროლერი ATI Radeon HD DirectX 11-ის მხარდაჭერით.
Fusion APU–ის მასიური გამოშვება იგეგმება შემდეგი წლის პირველ ნახევარში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=eg5mKP5R8B8
გამოყენებულია AMD–ის მასალები.


Странно, искал совсем не это, но именно эта информация показалась мне наиболее актуальной.
Давно Ваш сайт ведёте?