სიდნეის რესტორან Mundo Global Tapas – ში რომელიც მდებარეობს სასტუმრო North Sydney Rydges – ში . პირველად ავსტრალიაში სწორედ ამ რესტორანში ჩვეული ნაბეჭდი მენიუ შეცვალეს Apple –ის უახლესი სენსორიანი მოწყობილობით .
მომხმარებლები კითხულობენ სათაურებს, ათვალიერებენ სურათებს, ადგენენ მენიუს და სამზარეულოში შეკვეთას გზავნიან უკაბელო კავშირის მეშვეობით. სპეციალური პროგრამა მომხმარებლებს დაეხმარება ღვინის და კერძების არჩევაში, მაგალითად სტეიკის შეკვეთა შესაძლებელია გემოვნების მიხედვით.
მოწყობილობა საწყობში პროდუქტების რაოდენობასაც კი ითვალისწინებს. ასე რომ , თუ რაიმე პროდუქტი დამთავრდება, ის საჭმელი მენიუდან ავტომატურად ქრება.
სასტუმროს მმართველის Craig Simphson – ის აზრით უახლოეს მომავალში iPad – მენიუ მომხმარებელს მისცემს საშუალებას შეკვეთა გააკეთოს ამინდის და განწყობის მიხედვით, სავარაუდოდ ესეც ავტომატურად მოხდება.
გამოყენებულია News.com.au – ის მასალები .

