იტალიაში დასრულდა სასამართლო, რომელიც 13 თვეს გრძელდებოდა ექვსი მეცნიერის და ერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქალაქ ლაკუილაში მიწისძვრის ალბათობის არასწორ შეფასებაში.

შეგახსენებთ: 6 აპრილს 2009 წელს იქ დაიღუპა 309 ადამიანი. შვიდივე სცნეს დამნაშავედ მკვლელობაში და მიუსაჯეს 6 წლიანი საპატიმრო სასჯელი. ამის გარდა მათ ეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ერთი წლის განმავლობაში.  მათ დაეკისრათ 100 000 ევროს გადახდა 29 დაღუპულის ოჯახებისთვის.

ეს ხალხი მიწვეული იყო 2009 წლის 31 მარტს თათბირზე სადაც კეთდებოდა მასშტაბური მიწისძვრის რისკის შეფასება. თათბირი სწრაფად დასრულდა და პრეს-კონფერენციაზე სამოქალაქო დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა დაამშვიდეს მოსახლეობა და უთხრეს, რომ დაფიქსირებული მცირე ბიძგები არ გამოიწყვევს უფრო დიდ მიწისძვრას. ბერნარდო დე ბერნარდინისმა, რომელიც არის სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ პრესას განუცხადა: “სამეცნიერო საზოგადოება მეუბნება, რომ არ არის არანაირი საფრთხე, რამდენადაც ხდება ენერგიის სისტემატური გამოთავისუფლება”. სეისმოლოგების უმრავლესობა ამ მტკიცებას არასწორად მიიჩნევს.

მაურო დოლჩე, ერთ-ერთი მსჯავრდებული (ფოტო Filippo Monteforte / AFP / Getty Images).

პროკურორის სიტყვებით, ასეთი უსაფუძვლო დარწმუნება გახდა 29 ადამიანის სიკვდილის მიზეზი, რომლებიც ფიქრობდნენ დაეტოვებინათ ლაკუილა, მაგრამ გადაიფიქრეს და ბოლოს საკუთარი სახლების ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ. სასამართლოა ამას დაეთანხმა და ყველა მსჯავრდებული წინასწარ განზრახულ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ბატონი ბერნარდინისი გახდა გარემოს დაცვის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი. გასამართლებულთა შორის არის გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ენცო ნოსკი, მიწისძვრების ეროვნული ცენტრის დირექტორი ჯულიო სელვაჯი, რომის უნივერსიტეტის ვულკანოლოგი ფრანკო ბარბერი, ფიზიკის პროფესორი კლაუდიო ევა, სამოქალაქო დაცვის სეისმური რისკების დირექტორი მაურო დოლჩე და სეისმურად მდგრადი მშენებლობების კვლევის ევროპული ცენტრის კადრების დირექტორი ჯან-მიკელე კალვი.

ბოლოს მსჯავრდებულთა ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს,რ ომ პროკურატურამ ვერ შეძლო მკაფიოდ ეჩვენებინა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, იმას შორის თუ რ ამოხდა თათბირზე და თუ როგორ დაიხოცა ხალხი. “თათბირის სტენოგრამა არ იქნა გამოქვეყნებული მიწისძვრამდე, არ იყო პრეს-რელიზიც, არანაირი ოფიციალური განცხადება. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში მეცნიერები იყვნენ დამნაშავე?” – თქვა ბოსკეს ადვოკატმა. ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბრალდება ეყრდნობა გარდაცვლილთა ახლობლების მოგონებებს, რომელბიც შეიძება არასანდო იყოს.

განაჩენი პროკურორისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ 4 წლიან პატიმრობს ითხოვდა. “ალბათ უნდა დაველოდოთ მოსამართლის მოტივების სრულ გამოშკარავებას” – თქვა მან და უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. იტალიაში მოსამართლე ვალდებულია წარმოადგინოს თავისი გადაწყვეტილების დეტალური არგუმენტაცია სამი თვის ვადაში.

სელვაჯი და დოლჩე, რომელიც იყვნენ სასამართლოში ბოლო მოსმენის დროს, უარს ამბობენ კომენტარებზე. ბერნარდინისმა თქვა, რომ განაჩენი აიძულებს ექსპერტებს მომავალში მოეკიდონ საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით. მელანდრი უფრო გულწრფელი აღმოჩნდა და თქვა: “ახლა იტალიაში გახშირდება ცრუ განგაშები მსგავს სიტუაციაში, იმიტომ, რომ ეჭვის შემთხვევაში ექსპერტები თავს დაიზღვევენ. შედეგად პროგნოზები უფრო და უფრო არასანდო გახდება”

ვინჩენცო ვიტორინის სიტყვებით, რომელიც არის ასოციაცია “309 წამებულის” წარმომადგენელი – სასამრთლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ობივატელს ეჩვენება, რომ სეისმური რისკი ვერ შეაფასეს და დაღუპულთა დიდი რიცხვის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

სამეცნიერო საზოგადოება შოკშია. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, თვით მეცნიერება წარსდგა სასამართლოს წინაშე. დანაშაულში ცნეს იტალიისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერები და სპეციალისტები. 5 ათასზე მეტმა მეცნიერმა მოაწერა წერილს ხელი, რომელის ადრესატია იტალიის პრეზიდენტი ჯორჯიო ნეაპოლიტანო, სადაც ისინი მსჯავრდებულების მხარდაჭერას გამოთქვამენ.  მრავალჯერ იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ამ ეტაპზე მეცნიერებას არ შეუძლია მოგვცეს ზუსტი პროგნოზები, რომელიც მიწისძვრების ალბათობას ეხება. მაგ. დევიდ როზერი, ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ იმ დორისათვის მხოლოდ სუსტი სეისმური აქტივობის კონსტატირება იყო შესაძლებელი, რომელიც ვერ გახდებოდა ძლიერი მიწისძვირის პროგნოზირების საფუძველი, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ მიწისძვრის ალბათობაც. მალკოლმ სპერინმა, რომელიც არის სამედიცინო ფიზიკის განყოფილების დირექტორი ბრიტანეთის სამეფო საავადმყოფოში ამბობს, რომ თუ მეცნიერებისგან მხოლოდ ზუსტ პროგნოზებს მოვითხოვთ მაშინ მეცნიერება დაწყებული ფიზიკით და დამთავრებული მედიცინით ვერ გაგვცემს ვერანაირ პასუხს.

რა თქმა უნდა იქნება სააპელაციო სასამართლო