WWDC 2010-ზე სტივ ჯობსმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა და iPhone 4-თან ერთად წარმოადგინა iPhone OS-ის შემდეგი ვერსიის ახალი სახელი iOS 4

უკვე საშუალება გვაქვს გავეცნოთ მის  ახალ ფუნქციონალური შესაძლებლობებს:

ახლა უკვე შესაძლებელია გავუშვათ ნებისმიერი პროგრამა და გადავერთოთ მეორეზე პირდაპირ – სიჩქარის შენელების და აკუმულატორის ზედმეტად დახარჯვის გარეშე

შეიძლება პროგრამების ფოლდერებში განთავსება, იმისათვის რომ ადვილად მოვძებნოთ საჭირო პროგრამა და შევძლოთ ერთ მოწყობილობაში გვქონდეს 2160 პროგრამა.

ყველა საფოსტო ყუთის ერთად დათვალიერება, გაერთიანებული შემომავალი ფოსტის ყუთში, წერილების დიალოგურად დალაგება, მიბმული ფაილების შესაბამის პროგრამებში გახსნა და სხვ

უფრო მეტი ვიდრე შესანიშნავი ელ-წიგნი, iBooks არის უნიკალური წიგნების თარო და რა თქმა უნდა მაღაზია.

შესაძლებელია საკრავი სიების შექმნა უკვე iPhone-ში iTunes-ის გარეშე

შესაძლებელია სუბიექტებს მოახლოება უკვე ხუთმაგი ციფრული გადიდებით.

ფოკუსის გადართვა ვიდეოგადაღების რეჟიმში.

ფოტოების დათვალიერება სახეების ამოცნობით და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

იცვლება თავფურცლის ფონური გამოსახულება

შეგიძლიათ აჩუქოთ ნებისმიერი პროგრამა თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს.

მართლწერის შემოწმება ნებისმიერ ტექსტურ პროგრამაში.

უკაბელო Bluetooth კლავიატურების მხარდაჭერა.

ჯერ-ჯერობით მხარდაჭერილია შემდეგი მოწყობილობები:

ამ და სხვა ფუნქციონალს მე და დიმიტრი გოგელია ჩვენი პოდკასტის სპეციალურ გამოშვებაში დღეს საღამოს !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.