ჩემს ხელთ აღმოჩნდა ARCHOS-ის მშვენიერი 10.1 დიუმიანი Gen10 XS პლანშეტი, კლავიატურის დოკით, რომელიც მას ხუფადაც ერგება. მას აქვს Android ICE Cream Sandwich რომელიც განახლდება Jelly Bean-მდე და აქვს მშვენიერი პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება. რაც შეეხება მის დეტალურ აღწერას წაიკითხეთ ჩემი განხილვა და ნახევთ მის თითქმის ყველა ღირებასა და ხარვეზს.დავიწყოთ მისი შინაგანი ორგანოებით 🙂 მას აქვს OMAP4470 მრავალბირთვიანი პროცესორი (ARM Cortec A9) PowerVP SGX544 გრაფიკული ამაჩქარებლით. მისი შიდა მეხსიერება არის 16 გიგაბაიტი და აქვს 128 გიგაბაიტამდე microSD ბარათის ჩამატების მახარდაჭერა. 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება ახალი პლანშეტისთვის ცოტად მომეჩვენა მაგრამ მის სტაბილურ მუშაობას ის ხელს არ უშლის არანაირად.

რაც შეეხება მის გარე სამყაროსთან საკონტაქტო საშულებებს აქ საქმე მშვენივრად არის, გვაქვს Micros USB 2.0 USB host მმართველი გარე საცავის მისაერთებლად (ფლეშკები და გარე ჰარდ დრაივები) მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გადამყავანი კაბელი ცალკე უნდა იყიდოთ. აქვს miniHDMI გამომყვანი ვიდეო სიგნალისთვის და პროპრიეტარული დოკ კონექტორი, რითაც ის თავისივე კლავიატურაზე ერთდება. არის Wifi და Bluetooth უკაბელო ქსელების მოდულებიც.
სენსორებს რაც შეეხება არის GPS მოდული, გრავიტაციის და მაგნიტური ველის აღქმის საშულება რაც შესაბამისად არის ორიენტაციისა და კომპასის მუშაობისთვის აუცილებელი.
მოდით ჯერ პალნშეტი განვიხილოთ ვიზუალურად. ის თეთრი ფერის პლასტმასისიგან არის და ხელში ძალიან კომფორტული და მსუბუქია მუხედავად 600 გრამისა, რომელსაც ის კლავიატურის გარეშე იწონის. წინა პანელზე არის ვერცხლისფრად შეფერილი კანტი რომლის შიგნითაც არის მოთავსებული 10.1 დიუმიანი 1280 x 800 გაფართოების ეკრანი.

ტაბლეტის დიზაინერებმა მისი დაპროექტებისას ალბათ ხოლოდ შვეული რეჟიმი გაითვალისწინეს და შესაბამისად მისი კამერა ჰორიზონტალურად დაჭერისას მარცხენა გვერდზე არის მოთავსებული ცენტრში მარჯვენა მხარეს კი დინამიკის ნასვრეტებია, რომელიც ფილმის ყურებისას შეიძლება ხელით დავფაროთ და მკაფიოდ ვერ გავიგოთ მოწყობილობის ხმა.
კამერა ძალიან უშნოდ არის ჩასმული გამჭვირვალე ჭრილში ოთხკუთხედი ნახვრეტის სახით. ანუ კამერთი სარგებლობა ყველაზე კომფორტულია ვერტიკალურად დაჭერისას. ჰორიზონტალურ რეჟიმში ვიდეოს ყურება კომფორტული მხოლოდ დოკზე დამაგრებისას შეიძლება იყოს მოხერხებული.
მოწყობილობის უკანა მხარეს კანტის სახით დარჩენილი აქვს ვერცხლისფარდ შეუღებავი თეთრი ნაწილი ხოლო ცენტრში დიდი ზომის ლოგო არის რელიეფურად გამოსახული.
მარჯვენა წიბოზე არის ჩართვა/გამორთვის/ბლოკირების ღილაკი, ხმის რეგულატორი და მათ შორის მოთავსებული ინდიკატორი, რომელიც სხვა და სხვა ფერებზე ანათებს დამუხტვის პერიოდში ან აკუმულატორის დაცლისას.
მარცხენა მხარეს არის microSD, microUSB, 3.5mm აუდიო და miniHDMI პორტები. რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით არის ცენტრისგან ასიმეტრიულად განლაგებული.
ტაბლეტს ქვევით აქვს პროპრიეტარული დოკ კონექტორი და რამდენიმე მაგნიტი დოკზე ზუსტი ფიქსირებისათვის. ასევე მინდა აღვნიშნო რომ კორპუსის ქვევით გარკვეულ ადგილებში არის მაგნიტები, რომლებიც უზრუნველყოფს დოკის ხუფად გამოყენებისთვის საჭირო მიზიდულობას. დახურულ რეჟიმში დოკის მოცილება საკმაოდ გამიჭირდა 🙂
რაც შეეხება კლავიატურის დოკს, რომელიც ასევე სისტემის ხუფად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ისიც ისეთივე მატერიალისგან არის დამზადებული, როგორც ტაბლეტი და მასაც უკანა მხარეს ვერცხლისფერ ფონზე ამოტვიფრული აქვს კომპანიის დიდი ლოგო. რაც შეეხება კლავიატურას ის არც ისე კომფოტულია, როგორც სხვა კონკურენტების კლავიატურის დოკები მაგრამ გაჭირვებისას შეიძლება მისით სარგებლობა. დოკის კონსტრუქციაც არ არის ძალიან მყარი, ის მექანიკურად საჭიროებს საყრდენის ამოღებას და დაკეცვას და დოკის მუხლებზე ან სხვა არამყარ ზედაპირზე დადებისას ხშირად იკარგება კონტაქტი პლანშეტთან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლანშეტს აქვს არა დოკი არამედ ხუფი, რომელმაც არც ისე კარგად შეითავსა კლავიატურის და სადგამის ფუნქცია. ასევე არ შიცავს ის არანაირ დამატებით აკუმულატორს, რომელიც მას ფუნქციონალურად კიდე უფრო გამოსადეგს გახდიდა. ჩემი აზრით ასეთი დოკის/ხუფის გამოშვება ნამდვილად უადგილო იყო და ჯობდა მიემართათ Asus-ის ტრანსფორმერის კონცეფციისთვის, რომელიც გაცილებით ჭკვიანური და მოხერხებულია.

ოპერaციული სისტემა რა თქმა უნდა Android ICE Cream Sandwich-ია და კომპანია გვპირდება რომ განახლდება Jelly Bean-მდე, რაც ძალიან კარგი იქნება რადგანაც კარდინალურად გააუმჯობესებს სისტემის მუშაობის სიჩქარეს და განსაკუთრებით სამომხმარებლო ინტერფეისი გახდება უფრო სხარტი და მოხერხებული.
გარდა სტანდარტული Google-ის აპლიკაციებისა სისტემაში არის ARCHOS-ის მიერ შექმნილი საფირმო აპლიკაციები რომლებიც მანამდეც იყო სხვა მოდელებში და აქაც არის გადმოტანილი თითქმის უცვლელად. ყურადღებას მხოლოდ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილებ.
პირველ რიგში გვხვდება Video ფლეერი რომელიც საშუალებას გვაძლევს გავუშვათ როგორც შიდა მედია ფაილები ასევე ქსელური მედია ლოკალური ქსელიდან სადაც შეიძლება გვქონდეს თუნდაც Windows კომპიუტერზე გაზიარებული ვიდეო ფაილები. MP4 ფორმატის ვიდეო უპრობლემოდ ეშვება პლანშეტზე მაგრამ სხვა კოდირების ვიდეოსთვის მედია ფლეერი გვთავაზობს შევიძინოთ ARCHOS-ის მიერ სერტიფიცირებული კოდეკების პაკეტი, რომელიც საჭიროებს აქტივაციას პროდუქტის გასაღების შეყვანით რაც ძალიან მარტივი პროცედურაა. იგივე ინტერფეისი და ქსელური ფუნქციონალი აქვს აუდიო ფლეერსაც და მისი ცალკე განხილვა არ არის საჭირო.
არის მედია სერვერის ფუნქციონალი, რომელიც მოწყობილობაზე განთავსებული ვიდეო, აუდიო და სურათების გაზიარების საშუალებას გვაძლევს სხვა და სხვა მოწყობილობებისათვის, როგორიცაა ქსელური შეერთებით აღჭურვილი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი. ასევე შეიძლება გავუშვათ მედია ფაილები კომპიუტერზე დაყენებული მედია ცენტრის საშუალებით.
სისტემის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა არის ფაილური მენეჯერი, რომელიც მუშაობს როგორც ჩაშენებულ მეხიერებასთან და ქსელთან ასევე SD ბარათებთან და USB ფლეშ დრაივებთან რაც ძალიან მოხერხებულია ორ-ფანჯრიანი დიზაინის თანხლებით. ძალიან მოხერხებულია მედია ფაილების და დოკუმენტების გადასატანად სხვა და სხვა წყაროებს შორის.
ყურადღება არის მიქცეული გაშვებული აპლიკაციების მართვაზეც, რაც საშუალებას იძლევა გავთიშოთ არასაჭირო აპლიკაციები და გავაკეთოთ პროგრამების დეინსტალაცია.
რაც შეეხება ქართული ენის მხარდაჭერას აქ საქმე ნორმალურადაა პროგრამული თვალსაზრისით. შრიფტის აღქმა ბრაუზერში და სხვა პროგრამებში კორექტულად ხდება მაგრამ არ არის აპარატული კლავიატურისათვის ქართული განლაგების მხარდაჭერა რაც პრობლემურია არა მხოლოდ ამ პლანშეტზე, არამედ ყველა Android მოწყობილობაზე.
ტესტირებისთვის შემოვიფარგლები მხოლოდ ერთ-ერთი პოპულარული ბენჩმარკის VELLAMO-ს შედეგებით, რომელიც საკმაოდ ობიექტურად გამოხატავს პლანშეტის აპარატულ შესაძლებლობებს სხვა ფლაგმანური მოწყობილობებთან მიმართებაში. აღნიშნული ტესტი ეხება პლანშეტის ქსელურ გრაფიკულ და აპარატულ შესაძლებლობებს.
როგორც HTML5 ტესტი აჩვენებს მოწყობილობა მე-12 ადგილზე და თავისი მაჩვენებლებით ჩამოუვარდება როგორც Asus Transformer Prime-ს ასვე Sony Tbalet S.
აპარატული ტესტირება მას მე-5 ადგილზე აყენებს Samsung Galaxy S3-ის შემდეგ რაც იმაზე მეტყველებს, რომ HTML5 ტესტის ჩავარდნა არ არის ამ მოწყობილობის აპარატული სისუსტის ბრალი და საქმე გვაქვს, მხოლოდ ოპ. სისტემის ოპტიმიზაციასთან, რაც იმედია აუცილებლად იქნება Jelly Bean-ზე გადასვლის შემდეგ.
ძალიან რთულია დაწერო დასკვნა მოწყობილობაზე, რომელიც არის მხოლოდ მცდელობა გვერდში დაუდგეს ისეთ პლანშტებს, როგორიცაა Asus Transformer სერიის ტაბლეტები. კლავიატურის დოკი არც ისე მოხერხებულია და ფუნქციონალური, მას არც დამატებით აკუმულატორი გააჩნია რაც უკვე მინუსია ამ ზომის მოწყობილობისათვის. მიუხედავად მაღალი გარჩევადობის ეკრანისა მისი მულტითაჩი არის განსხვავებული ტექნოლოგიით შექმნილი და არც ისეთი სხარტია როგორც სხვა მოწყობილობების თაჩ ინტერფეისები. ჩაშენებული დინამიკის ხმა საშუალოზე დაბალი ხარისხისაა რაც ამ პლანშეტის მულტიმედიური შესაძლებლობების მდიდარ პროგრამულ ბაზას თითქმის უკარგავს აზრს. ავტონომიურად მუშაობის დროც არც ისე სახარბიელოა ამ ზომის მოწყობილობისათვის. ერთადერთი იმედი არის Jelly Bean-რომელიც ოდნავ გააუჯობესებს სამომხმარებლო ინტერფეისს და ოპ. სისტემის წარმადობას ასევე აკუმულატორის მოხმარებასაც გარკვეულ წილად ეშველება, მაგრამ გვრჩება მოუხერხებელი კლავიატურის დოკი და კიდე წვრილმანი დეტალები აპარატულ დიზაინში რაც ისევ პრობლემებად დარჩება.













