Apple-ის ბოლო დესკტოპ კომპიუტინგის აპარატურა არის შედეგი იმ ევოლუციის, რომელიც რევოლუციურად დაიწყო 2005 წელს Intel-ის ბაზაზე გადასვლით, მაგრამ ახლა კომპანია უკვე ფიქრობს გამოუშვას ახალი ჩიპები Mac-თვის საკუთარი ძალებით. როგორც Bloomberg-ი გვატყობინებს  Apple-ს ჯერა, რომ მისი მობილური ჩიპები მალე ისეთი მძლავრი იქნება, რომ შეძლებს გაუძლოს Mac პლატფორმას.

ოქტომბერშიც იყო ინფორმაცია, რომ მსგავსი გადასვლა იყო მოსალოდნელი მაგრამ შეუძლებელია დავადგინოთ იყო თუ არა ინფორმაცია იგივე წყაროდან რაც დღეს. ზოგადად ბევრი რამ გვაძლევს საფუძველს მსგავსი რამ ვიფიქროთ რადგანაც Apple-ს აქვს გამოცდილება მსგავსი გადასვლს PowerPC დან Intel-ზე ძალიან უმტკივნეულოდ. პრობლემა გადაწყდა უნივერსალური ბინარული პროგრამების გამოშვებით. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ Apple საიდუმლოდ ატესტირებდა OS X-ს ახალი Intel პლატფორმისათვის. არც ახლა არის გამორიცხული, რომ კომპანია მუშაობდეს OS X-ის სამაგიდო ვერსიაზე, უკვე თავისივე ჩიპებით.

იყო ჭორები, რომ გამოვიდოდა AMD-ს ბაზაზე MacBook Air რომლის შესახებაც თვით AMD-ს თანამშრომლები საუბრობნენ 2012 წლის დასაწყისში. ყველაზე რეალურად ჟღერს გაერთიანებულ პალტფორმაზე გადასვლა როგორც პროგრამულ ასევე აპარატულ მხარეზე. Apple-მა საკმაოდ შორს დაიჭირა ერთმანეთისგან მობილური და სამაგიდო ოპ. სისტემები ბინარული თავსებადობს თვალსაზრისით. Microsoft-მა გადაწყვიტა პლატფორმების დაახლოება Windows 8-ით დაიწყოს პლანშეტების, ნოუთბუქების და უფრო ტრადიციული კომპიუტერების გაერთიანება.

რაც არ უნდა ლოგიკური იყოს Apple-თვის აპარატული პლატფორმის უნიფიკაცია და პროგრამული ბაზის ერთიან საფუძველზე გადაყვანა, ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ჯერ-ჯერობით თქვენს მიერ ნაყიდ Intel-Mac პერსონალურ კომპიუტერებს არაფერი ემუქრება.

მაგ დროისთვის Hackintosh-ის ბედიც სხვაგვარი იქნება, რადგანაც PC უკვე გადადის ARM პლატფორმაზე და შესაძლოა უფრო ადრე ვიხილოთ ალტერნატიული პერსონალური კომპიუტერები Microsoft-გან ვიდრე ამას Apple გააკეთებს.

წყარო: The Verge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.