აერონავტიკის ნაციონალურმა ცენტრმა დააპროექტა ერთადგილიანი თვითმფრინავი Puffin, რომელიც მუშაობს ელექტრო ძრავზე. აპარატს შეუძლია 240 კმ/სთ სიჩქარით ფრენა, თუმცა მისი მაქსიმალური სიჩქარეა 480 კმ/სთ. თანამედროვე ელემენტების გამოყენების შედეგად Puffin-მა შეძლო 9150 მეტრზე აფრენა. ჯერჯერობით მისი ფრენის მანძილი მცირეა — 80 კმ, თუმცა NASA-ს მეცნიერები გვპირდებიან, რომ მას გაზდიან 320 კმ-მდე უახლოეს 5-7 წელიწადში.
Puffin — თვითმფრინავს გააჩნია ვერტიკალური აფრენა-დაშვების სისტემა. მაღალტექნოლოგიური ბოჭკოვანი კარბონის გამოყენების შედეგად მისი წონა შეადგენს 135 კილოგრამს, ამას ემატება 45 კილოგრამიანი ლითიუმის ელემენტები, სულ 180 კგ.
Puffin წარმოადგენს მომავლის თვოთმფრინავს, ის არის მობილური, ჩუმი, არ აბინძურებს გარემოს და შეუძლია ჰაერში ვერტიკალურად დაკიდება. ეს ის აუცილებელი თვისებებია, რომლებიც ჭირდება მომავალ თვითმფრინავებს.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=rhpPhvWvLgk



