NASA-ს სპეციალისტებმა, რომლებიც მუშაობენ ზონდზე Mars Reconnaissance Orbiter (MRO), გამოაქვეყნეს მაღალი გარჩევადობის 600 ახალი სურათი, სადაც აღბეჭდილია მარსის ზედაპირი. “მასზე შესაძლებელია სამუშაო მაგიდის ზომის დეტალების გარჩევა”, — იუწყება NASA-ს პრეს-სამსახური.
ინტერნეტში გამოქვეყნებულია ფოტოები, რომელიც გადაღებულია 2010 წლის 5 აპრილიდან 6 მაისამდე, ზონდზე დამაგრებული ფოტოკამერით HiRISE. თითოეული სურათზე აღბეჭდილია ზედაპირის რამდენიმე კვადრატული მილი. მათი ნახვა შესაძლებელია, როგორც პროექტ HiRISE-ის საიტზე, რომელსაც აწარმოებენ არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერები, ასევე NASA-ს საერთო ფოტოსაიტზე.
ზონდი MRO, რომელიც კოსმოსში გაუშვეს 2005 წლის 12 აგვისტოს, მარსზე მიაღწია 2006 წლის 10 მარტს და დღემდე აწვდის ინფორმაციას მეცნიერებს წითელ პლანეტაზე.


