კომპანია Warner Bros. – ის გამომცემლობამ დააანონსა ლეგენდარული თამაშის Mortal Kombat – ის შემდეგი ეპიზოდის გამოსვლის შესახებ.
თამაშის ლიცენზიის მფლობელი კომპანია Midway Game, გაკოტრდა და შესაბამისად ლიკვიდირებული იქნა, ხოლო კომპანიის აქტივები, მათ შორის Mortal Kombat – ის ლიცენზია გაიტანეს გასაყიდად. თამაშის ლიცენზია შემდეგ შეიძინა Warner Bros. Entertainment – მა და მას შემდეგ თამაშის სერიათა გაგრძელების ბედი უცნობი იყო.
თამაშის შექმნით დაკავებულია სტუდია NetherRealm, რომლის ხელმძღვანელიცაა ედ ბუნი (Ed Boon), რომელიც 50 წლის განმავლობაში მუშაობდა Midway – ში, და იგი არის ერთ-ერთი ავტორი Mortal Kombat – ის წინა სერიებისა.თამაში იქმნება ახალ ბაზაზე.შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ უარი ეთქვათ 3D – ზე .თამაშში ასევე იქნება რამდენიმე ახალი რეჟიმი — ორი-ორზე ჩხუბი და კოოპერატიული დაპირისპირების რეჟიმი.
თამაში 2011 წელს გამოვა PS3 – სა და Xbox 360 – ისათვის.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=s0bVakbH_-o
გამოყენებულია Eurogamer – ის მასალები.

