Samsung-მა უკვე დაიწყო Android 4.1-მდე განახლების პროცესი Galaxy Note 10.1-ზე ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ ამასთან ერთად კომპანიამ ცნობილი გახადა, რომ ოპ.  სისტემის განახლებასთან ერთად განახლდება Premium Suite აპლიკაციები. Jelly Bean-თან ერთად იქნება მრავალ ფანჯრიანი სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელსაც შეეძლება ერთდროულად 16 აპლიკაციის გაშვება, მათი ზომების კონტროლი და მიმაგრება ზედაპირზე.

ასევე დაამატეს Air View რომელიც საშუალებას იძლევა S-Pen-ის ეკრანზე გადატარებით დავათვალიეროთ ელ-ფოსტა, ვიდეო, კალენდარი და ა. შ. ასევე არის უამრავი დამატებაც, როგორიცაა Easy Clip, Quick Command, Photo Note, Paper Artist და გაუმჯობესებული S-Note აპლიკაცია. ცონობილი არ არის განახლების სრულად გამოსვლის თარიღი, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო ადრე იქნება ვიდრე “მალე” 🙂

ამ ფუნქციონალის სრუალდ აღსაქმელად ნახეთ ვიდეო რგოლი:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=LZ3krff1JCE[/youtube]

წყარო: Engadget

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.