თუ ამაზონმა  გადაწყვიტა საკუთარი გზით იაროს მაშინ Google Maps არ იქნება ერთადერთი სანავიგაციო საშუალება Kindle Fire-ზე. სექტემბერში უდიდესმა ინტერნეტ მაღაზიამ წარმოადგინა თავისი რუქების პროგრამირების ინტერფეისის ბეტა ვერსია, რითაც მზადყოფნა გამოხატა Apple-ის მსგავსად თავისი წილი ქონდეს ამ ბაზარზე.

ტესტირება მიმდინარეობდა პროექტში დაინტერესებული ისეთი კომპანიების დახმარებით, როგორიცაა Hipmunk, Evernote, Truila და Zillow. მათ ამ რუქების ინტეგრაცია მოახდინეს თავიანთ აპლიკაციებში, რომლებიც Kindle Fire-თვის გამოუშვეს. ამეტაპზე არის ინტერაქტიული რუქები და დამატებითი სამომხმარებლო ფენები და მისი მხარდაჭერა შეტანილი Amazon Mobile App SDK-ში. რა თქმა უნდა ეს სერვისი მზად არ არის როგორც რუქების სერიოზული ჩანაცვლება და Google-ში ჯერ კიდევ დიდი ხანი არ მოუწევთ ამაზე სერიოზული დაფიქრება, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ თუ Google-ს ვერ აჯობებენ იქნებ iOS6-ის რუქებზე უკეთესი გამოუვიდეთ.

წყარო: Engadget

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.