ჯერ-ჯერობით Google-ის Nexus 4-ის მფლობელები რომ გავხდეთ კარგა ხანი მოგვიწევს, რიგში დგომა, რომ შევიძინოთ და შემდეგ მივიღოთ ეს მოწყობილობა ჩვენს საფოსტო მისმართზე. თუმცა ვისაც უკვე აქვს უახლესი Nexus მათთვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენს Cyanogen Mod-ის დაგემოვნება მისი ყოველდღიური სატესტო ვერსიების სახით. შეგახსენებთ, რომ Cyanogen 10.1 არის Android 4.2-ზე დაფუძნებული ფირმვერი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მიაღწევს ეს რელიზი სტაბილურ ფაზას, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მალე გამოვა 10.1 ვერსიის განახლება სხვა სმარტფონებისთვისაც, რომლელთა მწარმოებლებსაც საერთოდ არ აქვთ დაგეგმილი Android 4.2-მდე განახლება.

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ეს და სხვა მიმდინარე ვერსიები CyanogenMOD-ის ოფიციალური სერვერიდან: http://get.cm

წყარო: Engadget

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.