Apple-დან დაითხოვეს რიჩარდ უილიამსონი, რომელიც რუქების შემქმნელი ჯგუფის მენეჯერი იყო. დათხოვნა განახორციელა ედი ქიუმ, რომელიც კომპანიიდან უკვე წასულმა სკოტ ფორსტალმა დანიშნა უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჩააბარა რუქების მიმართულების კონტროლი.
ჟურნალისტების სიტყვებით Apple ამით ცდილობს დაიბრუნოს მომხმარებლებინს ნდობა, რომლებიც არ არიან კმაყოფილი iOS-ში საკუთარი რუკების გამოჩენით. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს TomTom-თან ერთად ნავიგაციის და ღირშესანიშნაობების მონაცემთა ბაზის დახვეწისათვის.
ინფორმაციის წყაროდ Bloomebrg-მა დაასახელა “მომხდარში გარკვეული პირები” რომლებიც ასევე იყობინებიან, რომ ქიუ აპირებს “გაამყაროს პროგრამის მიმართ ნდობა” რითაც გაამყარებს თავის პოზიციებს Google-თან ბრძოლაში. როგორც ცნობილია Google აპირებს თავისი რუქების აპლიკაციის დაბრუნებას iOS პლატფორმაზე.
როგორც წყარო გვატყობინებს ქიუ აპირებს არა მხოლოდ უილიამსონის შეცვლას, მას უნდა მთელი გუნდის გადახალისებაც. ადრე ამბობდნენ, რომ Apple Google Maps-ის ყოფილი თანამშრომლების გადაბირებას აპირებს თავისთან და აქედან გამომდინარე ზემოთ აღნიშნული უფრო რეალურად ჟღერს.
Apple-მა უარი განაცხადა კომენტარების გაკეთებაზე და მიუთითა ტიმ კუკის სექტემბრის წერიზლე, რომელშიც ის ბოდიშს იხდის წარუმატებელი ნაბიჯისთვის და რომ რუქები განახლდება და დაიხვეწება მომხმარებლების გაზრდის და მათგან შეგროვებული ინფორმაციის ხარჯზე.
წყარო: TechCrunch Bloomberg

