1973 წლიდან დაწყებული, როცა მზადდებოდა ტექნოლოგიები, რომლებიც საფუძვლად დაედო დღევანდელ ინტერნეტს ჩვენ ვფიქრობდით, რომ მომავალში ეს იქნებოდა ღია სტანდარტი, ქსელებისა და კომპიუტერების გაერთიანებისთვის. მაშინ ამის მხოლოდ პრაქტიკულ მხარეს ანიჭებდნენ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვიდრე ფილოსოფიურს.
ჩვენი პროტოკოლები რომლებიც დავამუშავეთ მაშინ განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ქსელები ყოფილიყო არაპროპრიეტარული და ერთმანეთთან თავსებადი. რომ არ ყოფილიყო ჩიხში შესვლის ალბათობა და განახლებები და ახალი ფუნქციონალის დამატება შესაძლებელი ყოფილიყო ყველასთვის. ეს ღია სტანდარტები დღემდე უზრუნველყოფს ინტერნეტის მაღალპროდუქტიულობას. იმიტომ რომ ღია სტანდარტები არ აწესებს საზღვრებს და ეკუთვნის ყველას, ის აძლევს თავისუფლებას მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში თავისუფლებას რომ შექმნას და იყოს ინოვაციური, იყოს ორგანიზებული და ქონდეს გავლენა, ილაპარაკოს და მოუსმინონ.
მაგრამ რამდენიმე საათში იწყება მსოფლიო მთავრობების დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დუბაიში სადაც ინტერნეტის რეგულაციები ერთ-ერთი საკითხია დღის წესრიგში. საერთაშორისო თელეკომუნიკაციების გაერთიანება (ITU) ატარებს კონფერენციას სადაც შეფასებული იქნება ათწლეულების შედეგები და ამ კონფერენციაზე მხოლოდ მთავრობებს აქვთ ხმის მიცემის უფლება. ზოგიერთი მოსაზრებით ზოგიერთი მთავრობა აპირებს ინტერნეტში ცენზურის შემოღებას ან კავშირის სრულად გაწყვეტას გლობალურ ქსელთან.
თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი მოსაზრებები CNN.com-ზე, მაგრამ მე მარტო არა ვარ. 1 000-ზე მეტი ორგანიზაცია 160 ქვეყნიდან აპირებს პროტესტის გამოთქმას ასობით ათას ინტერნეტ მომხმარებლებთან ერთად, რომლებიც თავისუფალი და ღია ინტერნეტისთვის იბრძვიან. ინტერაქტიულ რუქაზე freeandopenweb.com ათასობით მომხმარებელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან აწერენ ხელს ჩვენს პეტიციას #freeandopen სოციალური მედიის საშუალებით და აქვეყნებან ვიდეო რგოლებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
თუ შენც ეთანხმები თავისუფალი და ღია ინტერნეტის აუცილებლობას, აუცილებლად მიიღე მონაწილეობა ამ პროცესში და მოაწერე ხელი პეტიციას google.com/takeaction.
სტატიის ავტორია Google-ის შეფ-ინტერნეტ ევანგელისტი და ვიცე პრეზიდენტი ვინტ ცერფი (Vint Cerf)
წყარო: Google-ის ოფიციალური ბლოგი

