API არის ყველაზე მთავარი მობილური ოპ. სისტემისთვის აპლიკაციების დეველოპერებისთვის, რადგანაც იძლევა, როგორც სისტემის ფუნქციონალზე ასევე გარკვეული ონლიან სერვისების მონაცემებზე წვდომას. დღეს საუბარი გვქნება Google Maps-ის ვექტორულ რუქებზე წვდომა Photo Sphere-ის დამთვალიერებელი.
Google Play Services 2.1[.10] Google-მა წარმოადგინა ახალი, ვექტორული ჩაშენებადი Google Maps-ის დათვალიერების საშუალება. ეს იმას ნიშნავს, რომ Web Kit-ზე დაფუძნებული რუქის ნაცვლად, რომელიც საკმაოდ ნელი და მოძველებულია თქვენ გადადიხართ პირდაპირ Google Maps-ის აპლიკაციის ხედში ანუ Google Maps-ის სისტემური სერვისი უკვე ნებისმიერი აპლიკაციიდან ხდება ხემისაწვდომი.
![]()
გამოყენებადია Google Maps-ის ფუნქციონალის მთელი სიმძლავრე, 3D შენობები, სივრცეში ნავიგაცია და ფენები. ახლა უკვე რუქებზე დაფუძნებული აპლიკაციები უფრო ლამაზი და ფუნქციონალური იქნება. მაგ. Tulia რომელიც არის უძრავი ქონების მარკეტი აპირებს ამ API-ზე გადასვლას ამ დღეებში. ეს ფუნქციონალი ხელმისაწვდომი იქნება Android devices API Level 8-დან ზევით ანუ Android 2.2 ვერსიიდან.
ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ამ ფუნქციონალის დეტალური განხილვა, რომელსაც თვით Google-ის დეველოპერები წარმოადგენენ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=NXwh0h08AkQ[/youtube]
მეორე მნიშვნელოვანი განახლებაა Photo Sphere-ის API, რომელიც ჯერ-ჯერობით საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ აკეთებს იმას რასაც ყველაზე მეტად მოელის მომხმარებელი. შესაძლებელი იქნება Photo Sphere-ის დათვალიერება ნებისმიერი აპლიკაციიდან. ფოტოების დათვალიერებისას თუ შეგხვდებათ სფერული პანორამა, აპლიკაცია ავტომატურად გახსნის შესაბამის ხედს. ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული იქნება თუ არა დათვალიერების რეჟიმი 4.2+ ვერსიის Android მოწყობილობებზე.
ასევე უნდა ღინიშნოს ისიც, რომ Google Photo Sphere-ში იყენებს JPEG ფაილს დამატებითი მეტა ინფორმაციით, რომელიც ღია სტანდარტებით არის შესრულებული. XMP ტიპის მეტა-ფაილში ხდება 3D პანორამის აღწერა, რომელიც კომპანია Adobe-ის შექმნილია და ის გამოიყენება სფერული სურათების შექმნისათვის Photoshop-ში.
იმისათვის რომ გამოიყენოთ ახალი API ფუნქციონალი განაახლეთ პროგრამული უზრუნველოფა Play Store-ში ან მიყევით ბმულს.

