გვიან მაგრამ უფრო ადრე ვიდრე არასდროს გამოვიდა  Gmail-ის 2.0 აპლიკაცია iOS პლატფორმისათვის, რითაც გაგვახარა Google-ის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ელ-ფოსტის მომხმარებლები, რომლებიც ან შემოვრჩით Apple-ის მოწყობილობებს ან გვიყვარს ეს პლატფორმაც და ვერ ვშორდებით :-). განახლება შეეხო iPad, iPhone და iPod Touch-ის მომხმარებლებს.

ჩვენ მივიღეთ სრულიად ახალი დიზაინი სამომხმარებლი ონტერფეისში. წერილებს ახლა პროფილის სურათებიც ახლავს თან, არის უამრავი ანიმაცია, ბზრიალი, გადასვლები და უსასრულო სქროლი ელ-ფოსტის სიებში.  ასევე არის ავტომატური შევდსება ტექსტის აკრეფისას, შესაძლებელია Google Calendar-ში ევენტების დამატება და არის  Google+ სოციალურ ქსელთან ინტეგრაციაც.

ის რაც ყველაზე მეტად უნდოდა მომხამრებელს ეს იყო მრავალი ანგარიშის ერთდროული გამოყენება და რა თქმ უნდა Google-მა ესეც გაითვალისწინა. შესაძლებელია 5 Google-ის ანგარიშის დამატება და მათ შორის რამდენიმე შეხებით გადასვლა.

გადმოწერეთ AppStore-დან ან განაახლეთ თქვენივე მოწყობილობის მაღაზიაში.

წყარო:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.