სინგაპურში კომპანია Nokia–ამ, Nokia Connection-ის event–ზე წარმოადგინა სმარტფონი X5 (X5-01), რომელიც ფუნქციონირებს Symbian 9.3 OS–ის მართვის ქვეშ (პლატფორმა S60 Third Edition Feature Pack 2).
სიახლე წარმოადგენს ვერტიკალურ «სლაიდერ»–ს, რომელიც აღჭურვილია მოძრავი QWERTY–კლავიატურით და 2,36–დიუმიანი ჰორიზონტალური TFT-დისპლეით წერტილოვანი გაფართოვებით 240×320 (QVGA).
Nokia X5 (X5-01)–ს აქვს 5–მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით, 200 მბ ინტეგრირებული მეხსიერება, microSD–ის ფორმატის ფლეშის სლოტი მოცულობით 32 გბ, 3,5–მილიმეტრიანი ყურასასმენის ბუდე, FM-რადიომიმღები, microUSB პორტი, Bluetooth 2.1+EDR ადაპტერი და Wi-Fi კონტროლერი.
სამრტფონს აქვს GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც, ასევე UMTS/HSDPA 850/1900/2100 მჰც ან 900/1900/2100 მჰც ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა (რეგიონის გავრცელების მიხედვით). მოლოდინის რეჟიმში ავტომატური მუშოაბის ხანგძლივობა არის 16 დღე, ხოლო მუსიკალურ რეჟიმში 24 საათი.
აპარატის ზომები –– 74,3×66,4×16,8 მმ, წონა–– 113,4 გრ.
Nokia X5 (X5-01)–ის რეკომენდრებული ფასი შეადგენს 165 ევროს. ინდონეზიაში სამრტფონი გაყიდვაში გამოვა, მესამე კვარტლის ბოლომდე; სხვა ქვეყნებში გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=178itMFCE24
კომპანიამ X5 (X5-01)–თან ერთად წარმოადგინა სმარტფონის კიდევ ერთი ვერსია X6 8–გიგაბაიტიანი ფლეშ–მეხსიერებით. აპარატის ღირებულება არის 225 ევრო.
გამოყენებულია Nokia–ის მასალები.





ეს რაა?
მაიკროსოფტს მიბაძა ნოკიამ და ქალის კიდევ ერთი კოსმეტიკური კრებული გამოუშვა? 🙂