Google-ის App Verification Service შეუმჩნევლად დაემატა Android 4.2-ში, მაგრამ სინმადვილეში მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია სისტემის უსაფრთხოებისათვის. მას შეუძლია შეამოწმოს აპლიკაციები ვირუსებზე და ეს ნებისმიერი ტიპის ინსტალაციისას მუშაობს. აპლიკაციები მოწმდება იმისდა მიუხედავად ჩამოტვირთულია ის Google Play მაღაზზიდან თუ რომელიმე არაოფიციალური წყაროდან.
NC State University-ის ასოცირებულმა პორფესორმა ხიუხიან იანმგა ჩაატარა ტესტირება და შეადარა ეს სისტემა 10 ანტივირუსულ აპლიკაციას რათა დაედგინა მისი ეფექტურობა ვირუსული კოდის წინააღმდეგ. 1260 ნიმუშის ტესტირებისას App Verification Service-მა აღმოაჩინა მხოლოდ 193 რაც 15.32 პროცენტია და შედარებაში მასზე ზევით მყოფი აპლიკაცია 50 პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს. როგორც პროფესორი ამბობს Google-ის სისტემა მხოლოდ SHA-1 საკონტროლო ჯამს ამოწმებს და არ ახდენს პაკეტის უფრო სიღრმისეულ შემოწმებას. დღეისათვის Android-ის ვირუსული პროგრამები არ არის ისეთი საშიში, რომ განგაშის საფუძველი გვქონდეს, მაგრამ სუაფრთხოების უზრუნვეყოფის მხრივ Google-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად მისასალმებელია.
წყარო: Engadget

