კომპანია HTC–იმ და ამერიკულმა ფიჭურმა ოპერატორმა AT&T–იმ წარმოადგინეს საშუალო კლასის Android–სმარტფონი Aria.
მოდელს აქვს 3.2–დიუმიანი სენსორული ეკრანი წერტილოვანი გაფართოვებით 320×480 (HVGA), GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, ციფრული კომპასი, 5–მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, Wi-F და Bluetooth ადაპტერი, 384 მბ RAM, 512–მეგაბაიტი ინტეგრირებული მეხსიერება და ასევე microSD/microSDHC–ის ფორმტის ფლეშ–ბარათების სლოტი.
HTC Aria განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE და UMTS/HSPA ქსელებისთვის. სმარტფონი აღჭურვილია 600–მეგაჰერციანი Qualcomm MSM7227 პროცესორით და ფუნქციონირებს Android 2.1–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ HTC Sense–ის ინტერფეისით.
სიახლე გაყიდვაში გამოვა 20 ივნისიდან. მისი ღირებულება შეადგენს $130 ( AT&T–თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხევაში).
httpvhd://www.youtube.com/watch?v=rNPF-R5Yrts
გამოყენებულია AT&T–ის მასალები.



მოკლედ ამ ოპერატორებზე აპარატების მიბმამ წაიღო ტვინი, როდის იქნება ნებისმიერი მოწყობილობა ნებისმიერი ქსელისთვის ხელმისაწვდომი ნეტა?
mshvenieri telefoni aris da David Machakhelidze 100% it martali xar ise Iphone vabshe ar momwon htc-s smartebi mirchevnia
iPhone საუკეთესოა საუკეთესოთა შორის მაგრამ HTC მეორე ადგილზეა და პირველზეა სხვა დანარჩენებს შორის !
anu AT&T rom aweria sxva cselze ar mushaobs? amerikidan rom gamoviwero eg teleponi saqartveloshi ver vamushaveb?