თუ თქვენ ხართ მომხმარებელი ან დეველოპერი, რომელიც არ ელოდება დისტრიბუტივის მიერ მოწოდებულ განახლებას, მაშინ მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ გამოვიდა Linux 3.7-ის წყარო კოდი და აიტვირთა ოფიციალურ სარკეებზე. განახლებული ფონდი ARM ჩიპების მხარდაჭერას ზრდის და უახლოვდება მის უფროს ძმას x86 პლატფორმას.

კოდი ახლა უკვე შეიცავს მულტი-პლატფორმულ მოდელს, რომელიც იტვირთება ARM-ის უამრავ მოდელზე. ახლა უკვე მას აქვს მშობლიური 64 ბიტიანი მეხსიერების მხარდაჭერა ARM-ის ბაზაზე. არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ არქიტექტურულ მოდელზე მუშაობთ, უკვე არის ხელმოწერილი ბირთვის მოდულების მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ დამოწმებულ კოდს გაუშვებს და უფრო უსაფრთხოს ხდის სისტემას თუნდაც მაშინ, როცა მომხმარებელი root-ის უფლებებით მუშაობს. ამის გარდა არის უამრავი განახლება და გაუმჯობესება და ვისაც გაინტერესებთ უფრო მეტი გაიგოთ ახალი ბირთვის შესახებ გაეცანით რელიზის დეტალებს ლინუს ტორვალდსისაგან და სხვა დეველოერებისაგან ქვემოთ მოყვანილი ბმულებიდან.

LKML.org  Kernelnewbies.org

წყარო: Engadget

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.