ბევრმა თქვა, როცა Google-მა იყიდა Motorola Mobility 12.5 მილიარდად, რომ ეს არის ანდროიდის ღია წყაროს დასასრული და Motorola მიიღებდა ექსკლუზიურად ყველაფერს. Google-ის მეთაურმა ამის თაობაზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

ინტერვიუში რომელიც მან Bloomberg TV-ს მისცა, თქვა:“Android-ის ეკოსისტემა არის  No. 1 პრიორიტეტი, და ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ Motorola-თან, და სხვა ვინმესთან ისეთს, რაც დაარღვევს ბაზრის დინამიკას. ჩვენ გვჭირდება მძლავრი კონკურენცია პლატფორმის მწარმობელთა შორის. ჩვენ არ გვეყოლება ფავორიტები იმ კუთხით რა კუთხითაც ხალხს მიაჩნია საეჭვო.”

ერიკ შმიდტმა თქვა, რომ Motorola-ს შესყიდვა უფრო მის 17,000 პატენტს ეხება, რომლითაც უნდა დაიცვას Android მრავალი სასამართლოსგან და არა იმიტომ, რომ სხვა მწარმოებლები დაიჩაგროს.

წყარო: Gizmodo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.