კომპანია Ubisoft–მა დაასახელა ამბიციური ექშენ–პროექტი I Am Alive–ის გამოსვლის თარიღი. თამაშს ამზადებს სტუდია Ubisoft Shanghai.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაცია პროექტის შესახებ თარიღდება 2009 წლის მარტით. ბევრი ფიქრობდა, რომ პროექტი დაიხურა, თუმცა ეს ჭორი არ აღმოჩნდა სინამდვილე.

სიუჟეტი ვითარდება მიწისძვრისგან დანგრეულ ჩიკაგოში. თამაშის მთავარ გმირს, ადამ კოლინზს, მოუწევს არამარტო საკუთარი თავის გადარჩენა, არამედ თავისი მეგობარი გოგოს ძებნა, თუმცა სანამ გოგოს იპოვის უნდა გაექცეს ყაჩაღებს და მარადიორებს.

თამაშის რელიზი შედგება 2011 წლის შემოდგომას, მხოლოდ Xbox 360–ისა და PS3–თვის.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=LUStOdDrBw8

წყარო — VG247.

2 Responses

  1. მასშტაბური კატასტროფები თამაშებში ! მაგარია !

  2. მაგარი თამაში იქნება, ოღონდ ცოტა გვიან გამოდის 🙁

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.