კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად დაარქვა Project Natal–ის ახალი სახელი Kinect. ასევე ცნობილია, რომ მრავალ თამაშს ექნება Kinect-ის მხარდაჭერა (მაგალითად Fable 3).
მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა 2010 წლის ნოემბერში.
პროექტის ოფიციალური გვერდი >> (ვიდეოები, ფოტოები და პრესმასალები პროექტის შესახებ).
httpvhd://www.youtube.com/watch?v=OUiwVnvK-aM
httpvhd://www.youtube.com/watch?v=tz262s-FMeI
შეძლებს კი Kinect რევოლუციას ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში?
დამატებითი ინფორმაცია:
Kinectimals
ამ თამაშში თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ცხოველებით.
Joyride
მანქანების რბოლა, რომლის მართვაც შეიძლება კონტროლერის გარეშე.
Kinect Sports
კრივი, ბოულინგი, პლაჟის ფრენბურთი, მძლეოსნობა, ფეხბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.
Kinect Adventures
რაფტინგი მეგობრებთან ერთად.
Dance Central
ცეკვები.
ასევე Kinect XBOX 360–ში დაამატებს ვიდეოჩატს, ჟესტების საფუძველზე, მომხმარებლები არამხოლოდ ურთიერთობენ ერთმანეთში, არამედ ცვლიან ერთმანეთის ფოტოებს.
ცნობილია, რომ ვიდეო თამაშს Star Wars–ს ექნება Kinnect–ის მხარდაჭერა, ასევე იოგის სავარჯიშო ტრენაჟორს.
გარდა ამისა ერთერთმა იტალიურმა საიტმა გაავრცელა ჭორი XBOX 360 Slim–ის გამოსვლის შესახებ.



ძაან მაგარი მოწყობილობაა! გოცებული დავრჩი ვიდეოს ნახვით 🙂
მადლობა გიო, ძალიან მაგარი ვიდეოებია
და მალე ახალი ვიდეოებიც იქნება და დავამატოთ
თუ გინდა განყოფილება მივუძღვნათ ამ თემას როგორც iPhone 4-ს გავუკეთეთ…
თუ გინდა განყოფილება მივუძღვნათ ამ თემას როგორც iPhone 4-ს გავუკეთეთ…
მეც მაგ აზრზე ვარ დავით… განყოფილება უნდა მიუძღვანთ ამ თემას…
კი, რატომაც არა, ეს არის ახალი ეტაპი ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში, რაც უნდა აღინიშნოს