NASA–ს კოსმოსურმა ობსერვატორიამ «კეპლერმა» აღმოაჩინა 706 ეგზოპლანეტა.
ტელესკოპი ორიენტირებლია აღმოაჩინოს ეგზოპლანეტები ტრანზიტული მეთოდით: მეცნიერები აფიქსირებენ ვარსკვლავის სიკაშკაშის შემცირების იმ მომენტს, როცა მის ფონზე გაივლის რაიმე ობიექტი. ამ ობიექტის კლასიფიკაცია და დიდი სიზუსტით მასის და ზომის განსაზღვრა იძლევა დედამიწიდან დამატებიტი დაკვირვების საშუალებას.
სიის 706 კანდიდატი მიღებულიქნა 156 000 ვარსკვლავის მონაცემებიის გაანალიზების შედეგად, რომელიც შეაგროვა «კეპლერმა» მუშაობის 43 დღის განმავლობაში. გაცილებით უფრო საინტერესო 400 ობიექტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი; ასტრონომები სრულ სიას გამოაქვეყნებენ ყველა მინაცემების გადამოწმების შემდეგ, 2011 წლის თებერვალში.
მეცნიერების თქმით, «ღია» სიაში მოხვედრილი კანდიდატების უმეტესობა, ზომით ბევრად აღემატება იუპიტერს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტელესკოპმა აღმოაჩინა ხუთი ვარსკვლავი, რომელთა ირგვლივაც, შესაძლეა ერთდროულად ბრუნავდეს ორი ან სამი ეგზოპლანეტა.
პროექტ «კეპლერის» განხილვა:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=MdodLNvlo4M
წყარო — NASA.

