
ზოგადად ვიდეო რგოლების სამონტაჟოდ საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება და ასევე საკმარისი ტექნიკური გამოცდილებაც. თუმცა Google-ში თვლიან რომ ეს პროცესი უნდა იყოს მარტივი და სასიამოვნო. ამიტომაც მათ წარმოადგინეს ახალი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც ყველასთვის ძალიან ადვილი იქნება. ეს არის ონლაინ ვიდეოს რედაქტორი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ საიტის TestTube განყოფილებაში სხვა საინტერესო იდეებთან ერთად.
მას არ სჭირდება კომპიუტერზე დაყენება და შეუძლია:
- გააერთიანოს თქვენს მიერ ატვირთული რამოდენიმე ვიდეო ერთ რგოლში;
- მოჭრას სიუჟეტის დასაწყისი და ბოლო;
- დაამატოს აუდიო ბილიკები AudioSwap-დან, რომელშიც ათეულობით ათასი სიმღერაა;
- შექმნას ახალი ვიდეო, არ იფიქროთ ფაილების ფორმატებზე და რა თქმა უნდა ერთი წკაპით განათავსოთ ეს ყველაფერი YouTube- ზე ატვირთვის გარეშე
ნახეთ ვიდეო სადაც აღწერილია YouTube Video Editor:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=4YsQ6f125GY

ამ ინსტრუმენტების შემქმნელები ისე ზრუნავენ ჩვენზე, რომ მომავალ არჩევნებზე თუ კენჭი იყარეს, აუცილებლად მივცემ ხმას:)
რა თქმა უდნა !