ტაივანურმა კომპანიამ Altek Corporation–მა CommunicAsia 2010–ის გამოფენაზე (სინგაპური, 15–18 ივნისი) წარმოადგინა სმარტფნი Leo
სიახლეს აქვს 14-მეგაპიქსელიანი კამერა CCD-მატრიცის ბაზაზე დიაგონალით 1/2,3 დიუმი, იმპულსური და შუქდიოდური გაელვება, ასევე ფართო–კუთხიანი ობიექტივი სამმაგი ოპტიკური ტრანსფაქტორით. მოწყობილობას აქვს HD-ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა (1280×720 წერტილი,) H.264 ფორმატში. მაქსიმალური შუქმგრძნობელობა –– ISO 3 200.
Leo აღჭურვილია 3,2–დიუმიანი სენსორული TFT–დისპლეით წერტილოვანი გაფართოვებით 480×800 (WVGA), microSD–ის ფორმატის ბარათის სლოტით, Wi-Fi (IEEE 802.11n) კონტროლერით და Bluetooth 2.1+EDR მოდულით. მოწყობილობას აქვს GSM/GPRS/EDGE და UMTS/HSDPA ქსელებში მუშაბოის მხარდაჭერა.
სმარტფონი ფუნქციონირებს Android 2.1–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. ზუსტი მონაცემები აპარატის პლატფორმაზე ჯერჯერობით უცნობია; ის იქნება ან Samsung–ის 800–მეგაჰერციან პროცესორზე ან Qualcomm Snapdragon–ის ჩიპის ბაზაზე.
კამერაფონის გაყიდვაში გამოსვლა დაიწყება მეოთხე კვარტალში. პირველად კამერაფონი გამოჩნდება ჩინეთში, ჰონკონგში და ტაივანში. Leo–ს ღირებულება — $499.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=ikvYq1prQBs
გამოყენებულია Altek Corporation–ის და CNET News–ის მასალები.


