Panasonic-მა წარმოადგინა Toughpad-ების წყვილი რომელთაგან ერთი არის 10 დიუმიანი  FZ-G1 Windows 8 Pro პლატფორმაზე, ხოლო მეორე JT-B1 Ice Cream Sandwich-ზე. ორივე პლანშეტი არის 2011 წელს გამოშვებული A1 და B1 მოდელების ლოგიკური გაგრძელება.  მათ აქვთ გამძლე კორპუსი, რომელიც შეესაბამება MilSpec 810G სამხედრო სტანდარტს და უძლებს წყალში ჩაძირვას, აქვს დღის სინათლეზე გარჩევადი ეკრანები რომელზეც მუშაობა სპეციალური სტილუსითაც არის შესაძლებელი.

FZ-G1 10 – არის Windows მანქანა 1,920 x 1,200 ეკრანით და მუშაობს ის 1.9 გიგაჰერციანი IvyBridge Intel Core i5-3437U vPro პროცესორზე. აქვს 128 გიგაბაიტიანი SSD (256 გიგაბაიტამდე გაფართოების საშუალებით) 8 გიგაბაიმატმდე ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა და 8 საათიანი ავტონომიური მუშაობის დრო. პლანშეტს შეიძლება დამატებითი საცავის სახით microSD ბარათიც მივუერთოთ. რაც შეეხება პერიფერიას მას აქვს სამი USB 3.0 და 2.0 პორტები, Bluetooth 4.0, WiFi 802.11 a/b/g/n და Verizon-თან კონტრაქტის შემთხვევაში LTE ან 3G ქსელებთან კავშირიც.

JT-B1 აღჭურვილია 1,024 x 600 ეკრანი და მუშაობს 1.5 გიგაჰერციანი, ორბირთვიანი TI OMAP 4660 პროცესორზე. აქვს 16 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება და 1 გიგაბაიტი RAM, ჩაშენებული microSD სლოტი 13 მეგაპიქსელიანი უკანა და 1.3 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. ეს პლანშეტიც 8 საათის განმავლობაში იმუშავებს დამუხტვის გარეშე რაც 5,720 mAh აკუმულატორის დამსახურებაა.

ეს წყვილი გაყიდვაში მარტის თვეში შემოვა და Windows მოდელის ფასი 2,900 USD იქნება, ხოლო მისი უმცროსი Android ძმა თებერვალში გამოჩნდება და მისი ფასი 1,300 USD იქნება.

წყარო: Engadget

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.