Mars One-მა გამოაცხადა კონკურსი მათთვის ვისაც სურს გახდეს პირველი ადამიანი, რომელიც დატოვებს ჩვენს პლანეტას და გაემგზავრება წითელ პლანეტაზე კოლონიის დასაარსებლად. მისია დაგეგმილი 2023 წლისათვის არის დაგეგმილი და მისი წევრების მთავარი დანიშნულება იქნება სისტემის გამართვა და მისი სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა, რაც არც ისე ადვილი ამოცანა იქნება პირველი კოლონიზატორებისათვის.
კანდიდატებს უნდა ქონდეთ უნარები და შესაძლებლობები, რითაც შეძლებენ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას, რადგანაც პრობლემები შეიძლება სრულიად არაპროგნოზირებადი იყოს რაც გუნდის ყველა წევრის მხრიდან მოითხოვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობას და ერთმანეთთან სრულ თავსებადობას. ასტრონავტები უნდა იყვნენ ჭკვიანები, კრეატიულები, ფსიქოლოგიურად მდგრადი და ფიზიკურად ჯანმრთელები. წარმოგიდგენთ შერჩევის პროცესის მოკლე განხილვას.
ასტრონავტის ხუთი უმთავრესი თავისებურება
მოქნილობა
- თქვენ გაწონასწორებული ხართ
- თქვენ შეგიძლიათ გულმოდგინედ და მიზანმიმართულად მუშაობა
- თქვენ მობილიზებული ხართ როგორც შინაგანად ასევე გარეგნულად
- თქვენ გააკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა თუნდაც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში.
- თქვენ სულით ძლიერი ხართ
- თქვენ შეგიძლიათ ნდობა და გააკეთებთ ყველაფერს გუნდის სხვა წევრის მითითებით იმ შემთხვევაშიც კი თუ ბოლომდე არ გეცოდინებათ ტატომ უნდა იმოქმედოთ ასე
- თქვენ გაქვთ შინაგანი რწმენა “მე შემიძლია!”
შემგუებლობა
- თქვენ ადვილად ეგუებით გარშემო მყოფებს და სიტუაციას
- თქვენ იცით საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები
- თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ და გაუგოთ სხვებს
- თქვენ ტოლერანტული ხართ სხვა კულტურის და ტრადიციების მიმართ
ცნობისმოყვარეობა
- თქვენ სვამთ შეკითხვებს, რომ გაიგოთ და არა იმიტომ რომ უბრალოდ მიიღოთ პასუხი
- თქავენ ენთუზიაზმით უზიარებთ სხვებს საკუთარ ცოდნას და არა უბრალოდ აკეთებთ თქვენი ცოდნის დემონსტრირებას უპირატესობის დასამტკიცებლად ან სხვისი უცოდინრობის გამოსაჩენად
ნდობა
- თქვენ გწამთ საკუთარი თავის და ხელს უწყობთ სხხვებსაც ამაში
- ეს რწმენა საღ აზრზე არის დაფუძნებული
- თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ნდობა
კრეატიულობა
- თქვენი მიდგომა მოქნილა პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტისას
- პრობლემების გადაწყეტისას არ შემოიფარგლებით მხოლოდ წინასწარ ნასწავლი მეთოდებით
- გაქვთ იუმორის კარგი გრძნობა და შეგიძლიათ ეს დროულად გამოიყენოთ
- გაქვთ მსუბუქი და მხიარული ხასიათი
- თქვენ სხვა და სხვა მიმართულებით განვითარებული და მრავალმხრივი ხართ
ასაკი
ასაკობრივი დიაპაზონი შეზღუდულია მაგრამ ზედა ზღვარი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ასაკის ქვედა ზღვარი 18 წელია და გაფრენის მომენტისთვის ეს ადამიანი უკვე 28 წლის იქნება.
სამშობლო და ენა
Mars One იღებს წინადადებებს პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან. ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება რომდენიმე ენაზე. ოფიციალური ენა იქნება ინგლისური, მაგრამ განაცხადის შევსებისას სავალდებულო არ არის კონკურსანტმა კარგად იცოდეს ინგლისური ენა რადგანაც დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნმება რამოდენიმე ენაზე. შერჩევის პროცესის განვითარებასთან ერთად დრო და დრო გაიზრდება ინგლისური ენის მოთხოვნაც.
შერჩევის პროგრამა 2013 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. იჩქარეთ !
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=n4tgkyUBkbY[/youtube]
წყარო: habrahabr.ru

