დღეს კომპანია Google-მა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები Transparency Report -ის ფარგლებში, სადაც ასახულია სახელმწიფოს მიერ მოხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის სტაბილური ზრდა 2012 წლის მეორე ნახევრისათვის, რაც მათი სერვისების მომხმარებლების ზრდას უკავშირდება. Google 2010 წლიდან აქვეყნებს მსგავს ინფორმაციას, რადგანაც მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს თუ როგორია მთავრობის ზემოქმედება მათ ონლაინ ცოვრებაზე.

Google ყოველთვის ცდილობს გამოქვეყნებული მონაცემები მაქსიმალურად ინფორმატიული იყოს. ამიტომაც მიმდინარე ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია საკანონმდებლო პროცესების გათვალისწინებით, რომელზე დაყრდნობითაც მოითხოვს შეერთებული შტატების სამთავრობო სტრუქტურები ინფორმაციაზე წვდომას ივლისიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით:

მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ყველანაირი მოთხოვნები 70%-ით გაიზარდა 2009 წელთან შედარებით, რაც Google-ის ვიზუალიზაციიდან კარგად ჩანს და გამოსახულია საერთო ტენდენციები ამ საკითხთან მიმართებაში.

Google მომავალშიც შეეცდება უფრო ინფორმატიული ანაგრიშები მოამზადოს მთავრობის მოთხოვნების და მათი კომპანიის მხრიდან შესრულების შესახებ და გამოთქვამს იმედს, რომ კომპანიები და მთავრობები შეუერთდებიან მათ ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროების საქმეში.

და კიდევ ერთი რამ: მიმდინარე გამჭვირვალობის ანგარიშში არ არის მონაცემები შიგთავსის წაშლის შესახებ რადგანაც Google-მა გადაწყვიტა ეს მონაცემები ცალკე გამოექვეყნებინა.

გამოყენებულია რიჩარდ საგალდოს ბლოგპოსტი რომელიც არის Google-ის დირექტორი იურიდიულ საკითხებში და სამართლის დაცვის და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.