კომპანია IBM უკვე ათწლულებია ქმნის მატერიალებს კომპიუტერული მიკროსქემების წარმოებისთვის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჩიპზე მუშაობისას ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგერთი მატერიალების შეერთებისას წარმოიქმნება დადებითი ელექტრული მუხტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოიკვეთოს სილიკონის ფენა ძალიან მაღალი სიზუსტით, ფაქტიურად ატომურ მასშტაბებზე.ეჭვგარეშეა, რომ ეს აღმოჩენა სასარგებლოა ჩპების წარმოებისათვის. მაგრამ მეცნიერები მისი გამოყენების სხვა მიმართულებებზეც დაფიქრდნენ. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორ ზემოქმედებას იქონიებდა დადებით მუხტი ცოცხალ უჯრედებზე დააღმოჩნდა რომ ეს ეფექტი სასიკვდილოა: ნივთიერება იზიდავს უარყოფითად დამუხტულ უჯრედულ მემბრანას რითაც მყესეულად ანადგურებს უჯრედს.

IBM-ის და ბიოინჟინერიის ინსტიტუტის (Institute of Bioengineering and Nanotechnology) თანამშრომლებმა დაიწყეს ექსპერიმენტები სადაც ოქროსფერი სტაფილოკოკის კოლონიაზე ხდებოდა ზემოქმედება, რომლებიც თანამედროვე ანტიბიოტიკებისთვის მოუხელთებელია. ასეთი ბაქტერიები ვრცელდება სპორტულ დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. ბაქტერიის მსხვერპლი ხდება ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს და მათ ეწყებათ კანის ინფექცია, რომელიც სეფსისამდე, პნევმონიამდე ან სხვა გართულებამდე მიდის.
გამოცდის შედეგად მეცნიერებმა შექმნეს ნანონივთიერება იმდენად უნიკალური თვისებებით, რომ მან ნინძა-პოლიმერის სახელწოდება მიიღო. ეს ნივთიერება სწრაფად ფარავს სტაფილოკოკის უჯრედებს, ანადგურებს მათ და შემდეგ უკვალოდ ქრება ბიოდეგრადაციის შედეგად. უკვალოდ გაქრობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც პოლიმერმა არ დააზიანოს სასარგებლო უჯრედები და არ დაგროვდეს ორგანოებში.
IBM-ის ნანოჟელეს მუშაობის მექანიზმი განსხვავდება ანტიბიოტიკების მოქმედებისაგან. ჟელე მექნიკურად ზემოქმედებს სტაფილოკოკის მემბრანაზე და გამოყავს ის მწყობრიდან, რასაც უჯრედის სიკვდილი მოყვება.
გამოგონების ავტორები ჯერ კიდევ იკვლევენ თუ კიდევ, რომელ სფეროში შეიძლება ამ უნიკალური გამოგონების გამოყენება. მაგალითა მისი გამოყენება შეიძება საპნის ან კბილის პასტის მაგივრად, ასევე სათავსოების მუდმივი დეზინფექციისათვის. პირადი ჰიგიენის გარდა ამ ჟელეს გამოყენება შეიძლება სოფლის მეურნეობაში, კვების ინფუსტრიაშ და ა. შ. რადგანაც ეფექტური დეზინფექციის საშალებები თთქმის ყველგან არის საჭირო.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=jqJt-whgIUE[/youtube]
წყარო: habrahabr.ru
