დღეს შედგება თამაშის Transformers: War for Cybertron–ის რელიზი, იუწყება გამომცემლობა Activision.

თამაშის შექმნაზე მუშაობდა ერთდროულად სამი სტუდია. High Moon პასუხისმგებელია პლადფორმებზე PC, Xbox 360 და PS3; Vicarious Visions–მა შექმნა DS-ვერსია; Next Level Games აწარმოებს Wii-პროექტს.

მწარმოებელი ცდილობს მოთამაშეების ყურადღების მიქცევას ავტობოტების და დეცეპტიკონების ისტორიით — ინტელექტუალური რობოტები, რომლებიც აწარმოებენ ომს ერთმანეთში. თამაშის სიუჟეტი ვითარდება კიბერტრონში — ტრანსფორმერების პლანეტაზე. თამაში შეიქმნა Hasbro–ს ლიცენზიით.

War for Cybertron–ში წარმოდგენილია ორი კამპანია: პირველი — კარგი ავტობოტებით, მეორე — ცუდი დეცეპტიკონებით. შესაძლებელია როგორც ერთი მოთამაშით კამპანია, ასევე კოოპერატიულ რეჟიმში თამაში.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=WtvLeWR8bgs

წყარო — Gamespot

3 Responses

  1. magaria dzaaaannnnnnn

  2. sagoooooooooooooooooooooooooooooooool davxureeeeeeeeeeeeeeeeeee
    magari kaci xarrrrrrrrrrrrrrr

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.