დღეს ბარსელონაში Microsoft-ის პრეს-ივენთზე  სტივ ბალმერმა წარმოადგინა მაიკროსოფტის ახალი პროდუქტი – Windows Phone 7 Series ოპერაციული სისტემა.

ერთნი ამბობდნენ – “რა უგემოვნო დიზაინი აქვს მის ინტერფეისს” , მეორენი “ეს ხომ მართლა მაგარია”. როგორც ყოველთვის შეფასებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მაგრა სრული სერიოზულობით შეიძლება ითქვას, რომ მაიკროსოფტმა შეუძლებელი გააკეთა. მან არა პოლუფაბრიკატი შექმნა, არამედ დასრულებული პროდუქტი. და არ ამარტო პროდუქტი, მან მთელი ინფრასტრუქტურა წარმოადგინა, რომელიც მომავალ OS-ში ინქნება ინტეგრირებული. ამ ინფრასტრუქტურას მაიკროსოფტი წლების განმავლობაში ქმნიდა და ახლა Xbox Live, Zune და მრავალი სხვა სერვისი დაიდებს ბინას თქვენს მობილურ ტელეფონში.

Windows Phone 7

დღეიდან მაიკროსოფტი სერიოზულად გააკონტროლებს Windows Mobile აპარატურის წარმოებას. დაწყებული მისი აპარატული მონაცემებიდან და დამთავრებული სამომხმარებლო ინტერფეისით, რომელიც აუცილებლად იქნება სტანდარტულ ინტერფეისთან თავსებადი. ასე რომ HTC-ის მიერ შექმნილი Sense UI და მსგავსი დამატებები უბრალოდ ვერ იარსებებს.

ასე რომ ჩვენ გველოდება განახლებული Metro ინტერფეისი, მკაცრი შრიფტი, არანაირი 3D და სპეცეფექტები. ინტერფეისი აეწყობა ე. წ. ჰაბებზე (მათ ტაილებსაც უწოდებენ). მოდით განვიხილოთ ინტერფეისი დეტალურად (მადლობა Engadget-ს)

image

image

image

image

image

მაიკროსოფტმა უარი თქვა ყველა ძველ ფუნქციონალზზე და შქმნა ახალი სისტემა თავიდან:

შეიძლება ითქვას რომ მსგავსი იდეები ახალი არაა და ეს უკვე იყო. მართალია, Motorolla Motoblur, HTC Sense უკვე ქონდათ ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან.  Apple-მ შექმნა App Store და შესანიშნავი სათამაშო პლატფორმა. თუმცა მაიკროსოფტს აქვს შანსი და ისინი სწორი გზით მიდიან წარმატებისაკენ.

იმაათვის ვინც პრეზენტაციას ვერ მოუსწრო შეუძლია ნახოს ტრანსლაციის ჩანაწერი შემდეგ ბმულზე
www.microsoft.com/presspass/presskits/windowsphone/videoGallery.aspx

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.