“გამარჯობა Chrome ! Firefox გირეკავს” – აი როგორი მესიჯი გამოჩნდა Mozilla-ს ოფიციალურ ბლოგზე. WebRTC სპეციფიკაციის მხარდაჭერა Chorme 25 Beta და Firefox Nightly-ში იმდენად დაუახლოვდა ერთმანეთს, რომ შესაძლებელი გახდა ერთმანეთთან ხმოვანი და ვიზუალური კავშირის დამყარება RTCPeerConnection-ის საშუალებით.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=MsAWR_rJ5n8[/youtube]

ვიდეოსა და ხმის გადასაცემად თავისუფალი Opus და VP8 კოდეკები გამოიყენება, კავშირის დასაშიფრად DTLS-SRTP, ფაირვოლებში გასავლელად – ICE.

არ არის საჭირო არანაირი Skype ან მსგავსი გარეშე პროგრამები, მხოლოდ ბრაუზერი.

თუ ექსპერიმენტის გამეორება გსურთ Firefox-ში უნდა მოძებნოთ about:config-ში სტრიქონი media.peerconnection.enabled და შეცვალოთ  მნიშვნელობა true-ზე. ერთმანეთთან კავშირი შესაძლებელია დემო-საიტის საშუალებით. apprtc.appspot.com ან ნებისმიერი საიტიდან სადაც არის ვიდეოზარების მხარდაჭერა ბრაუზერის საშუალებით. თუ გსურთ თქვენს საიტზე განახორციელოთ RTCPeerConnection არსებობს სპეციალური ინსტრუქციებიც.

Chrome 25 Beta და Firefox Nightly – ეს არის ექსეპრიმენტული ანაწყობები, და ოფიციალურ რელიზებში რამდენიმე კვირაში დაფიქსირდება ზემოთ აღნიშნული ცვლილებები.

Opera უკვე ემზადება ამ განახლებისთვის და მალე ჩერთვება ჩატში. რაც შეეხება კომპანია Microsoft-ს ის არ არის დაინტერესებული ამით, ვინაიდან ავითარებს საკუთარ “WebRTC-ზე “უფრო ღია” ვარიანტს, რომელიც არ იქნება მიბმული Opus და VP8 კოდეკებზე და აგრძელებს Skype-ის HTML5 ვერსიაზე მუშაობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.