ალბათ ბევრ თქვენთაგანს ქონდა საჭიროება ეყიდა მობილური ტელეფონი ხნიერი ნათესავებისთვის. პრობლემის მარტივი გადაწყვეტილებაა – იაფფასიანი მოდელის ყიდვა. რამდენიმე წლის წინ ამისთანა ტელეფონები იყო Nokia 1101 და მერე უფრო ახალი, მაგრამ ბიუჯეტური Nokia 1112.
თუმცა არის სპეციალური ტელეფონები, რომლებიც სწორედ ამ შემთხვევაში გვჭირდება. მინდა განვიხილო ორი მათგანი, რომელსაც აწარმოებს კომპანია Orbita Telecom.

ორივე მოწყობილობის განსაკუთრებული თვისებაა დიდი კლავიშები ნათელი-აგურისფერი კონტრასტული ქვეგანათებით. კლავიშების დიდი ზომა (14 მმ x 13 მმ) საშუალებას იძლევა უპრობელემოდ ისარგებლოს ტელეფონით იმათ ვისაც ხელების მოტორული ფუნქციები აქვს დარღვეული და ასევე იმათთვის ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს. მარცხნივ გამოსახულ მოდელს აქვს რელიეფური კლავიატურა რაც კიდევ ერთი პლიუსია მოწყობილობისთვის. კლავიშების და ეკრანის ქვეგანათება ორივე მოდელზე საკმარისზე კარგია.

ორივე აპარატს აქვს ოთხი კლავიში ორი პოზიციით, რომელიც სწრაფად იძახებს გარკვეულ ფუნქციებს. მათ შორის ტელეფონის ბლოკირება და გახსნა, შეუქდიოდური ფანარის ჩართვა/გამორთვა. ჩამონტაჟებული FM რადიოს ჩართვა/გამორთვა და დინამიკის ხმის სიმაღლის კონტროლი. აღსანიშნავია, რომ რადიო კომპლექტში შემევალი გარნიტურის გარეშეც მუშაობს. ამ შემთხვევაში რადიო ტრანსლაცია ხმამაღალი კავშირის დინამიკზე ხორციელდება.


მოდელებში გამყენებულია ეკრანი ზომებით 39 x 15 მმ. და 37 ხ 23 მმ. ასევე შერჩეულია საკმაოდ დიდი და ადვილად წაკითხვადი შრიფტი.

SOS კლავიშის დანიშნულება ალბათ ყველასთვის ადვილად გასაგებია. მისი საშუალებით შეიძლება გადავცეთ სიგნალი მითითებულ ნომრებზე ან გავაგზავნოთ წინასწარ შედგენილი SMS შეტყობინება. SOS კლავიშზე ხელის დაჭერის შემდეგ აღნიშნული ფუნქციების შესრულების გარდა ტელეფონი გამოსცემს სპეციალურ სიგნალს რომ მიიქციოს გარშემო მყოფთა ყურადღება.
მოკლედ Just5 სერიის ტელეფონიები არის კარგი არჩევანი ხანდაზმული ადამიანებისთვის. მათი ფასი არის $100 და $110 შესაბამისად CP10 და CP09.
