“სამშაბათს, 2010 წლის 22 ივნისს, ისრაელის მთავრობამ კოსმოსში გაუშვა კიდევ ერთი სატელიტ–ჯაშუში”, — აცხადებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
“ოფეკ–9” კოსმოსში გაუშვეს სამხედრო–საჰაერო ძალების ბაზიდან “პალმაჰიმიდან”, რომელიც მდებარეობს თელ–ავივის სამხრეთით, რაკეტა-მატარებლის “შავიტის” დახმარებით. “აპარატის გაშვება მოხდა იმ მიზნით, რომ აკონტროლოს ირანის ტერიტორია, რადგან ყველაზე მეტ საფრთხეს ისრაელი სწორედ ამ ქვეყნისგან მოელის”, — იუწყება ადგილობრივი ტელევიზია.
საერთო ჯამში ისრაელმა კოსმოსში გაუშვა ექვსი აპარატი, თუმცა “ოფეკ–9″–ს გააჩნია ყველაზე დახვეწილი ვიდეო კამერა, ვედრე მის წინამორბედებს და არის ერთერთი უძლიერესი თავდაცვის საშუალება ამ ქვეყნისთვის.

