მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიდტეტის ციფრული ფოტოების ექსპერტმა რამეშ რასკარმა (Ramesh Raskar) დაწერა უნიკალური პროგრამა სმარტფონებისთვის, რომელიც ინტერაქტიული 3D-გრაფიკის გამოყენებით საშალებას იძლევა განსაზღვროს თითოეული თვალის მხედველობის ზუსტი ხარისხის. პროგრამა ისეთი მარტივია, რომ საოცარია რატომ არავინ მოფიქრა აქამდე და არ მოახდიანა რევოლუცია ოფთალმოლოგიაში, რადგან მხედველობის ზუსტი მაჩვენებლის დასადგენად რთული პროცედურები და დიდი ფულია საჭირო. თუმცა აწი ყველაფერი შეიცვლება!

რასკარის პროგრამა სახელწოდებით Near-to-Eye Tool for Refractive Assessment (NETRA) სმარტფონის ეკრანზე გამოსახავს 3D–სურათს, მაგრამ არა ორივე თვალისთვის, როგორც წესი, არამედ ერთისთვის. სურათი წარმოადგენს ორ პარალელურ ხაზს, რომლებიც ისეთ მანძილზე არიან დაშორებული ერთმანეთისგან, რომ თვალის ბროლის ნორმალური ფოკუსირების დროს ერწყმიან ერთმანეთს. თუ ადამიანის მხედველობა განსხვავდება ნორმისგან, ღილაკზე თითის დაჭერით სურათს აახლოვებს მანამდე, სანამ მოცემული ორი ხაზი არ გაერთიანდება. დისტანციის შემოწმებით დგინდება თუ რამდენად განსხვავდება მხედველობა ნორმისგან.

სიახლის ფასი — დაახლოებით ორი დოლარი, რაც ათი ათასჯერ იაფია თანამედროვე გამოკვლევებთან შედარებით.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=OxhbmGU8Ik4

წყარო — New Scientist

3 Responses

  1. dzalian saintereso gamogonebaa

  2. sainteresoa magram inglisuri ar mesmis.

    ar sheidzleba, rom targmnot?

    pleaz.

  3. შევეცდებით, რა თქმა უნდა მაგრამ პირობას ვერ მოგცემთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.