არსებობს უამრავი მოსაზრება იმის შესახებ თუ რამ გამოწვია დინოზავრების გადაშენება. ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ დიდი ასტეროდის შეჯახებამ ჩვენს პლანეტასთან გამოიწვია მათი განადგურება. ამ თეორიის სასარგებლოდ უკვე ამერიკელი და ევროპელი მკველვარების ახალი შრომა მეტყველებს, რომელზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება დღეს.
მეცნიერებმა წლები შესწირეს ცარცულ-მესამეული გადაშენების ინციდენტსა და კოსმოსურ შეჯახებას შორის პირდაპირი კავშირის ძიებას. გასული საუკუნის 70-იან წლებში გეოფიზიკოსმა გლენ პენფილდმა აღმოაჩინა გიგანტური პრეისტორიული კრატერი მექსიკის პატარა ქალაქის ჩიქსულუბის მახლობლად. კრატერი დაახლოებით 177 კილომეტრის სიგანისაა და მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მასიური შეჯახების შედაგად არის წარმოშობილი. ამ შეჯახების ძალა მილიარდჯერ უფრო დიდი იყო ვიდრე ატომური ბომებების, რომლებიც აფეთქდა ხიროსიმასა და ნაგასაკიში მეორე მსოფლიო ომის დროს. პრობლემა მხოლოდ იმაშია თუ რანაირად გამოწვია ასტეროიდის შეჯახებამ დინოზავრების გადაშენება.
პირველადი კვლევებით დაადგინეს, რომ ჩიქსულუბის ასტეროიდი დედამიწას დინოზავრების გადაშენებამდე 300 000 წლით ადრე შეეჯახა, რამაც მათი გადაშენების ალტერნატიული ვერსიების წარმოშობას შეუწყო ხელი. გასულ კვირას გმოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთისგან მხოლოდ 33 000 წლით არიან დაშორებული, რაც მცირე ზღვარია, დროს ძალიან დიდი ისტორიული მასშტაბებით განვიხილავთ. ჩიქსულუბის კრატერის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი კვალის მაღალი-სიზუსის რადიომეტრიულმა დათარიღებამ სერიოზულად გაამყარა აზრი, რომ დინოზავრების გადაშენების რეალური მიზეზი სწორედ ასტეროიდის შეჯახება გახდა.
“ჩვენ ვნახეთ, რომ შეჯახება და მასიური განადგურება თითქმის ერთსა და იგივე დროს მოხდა იმდენად რამდენადაც ჩვენი კვლევის ინსტრუმენტების სიზუსტე გვაძლევს ამის საშუალებას” – განაუცხადა პოლ რენემ LiveScience-ს, რომელიც არის ამ შრომის თანაავტორი და და ბერკლის გეოქრონოლოგგის ცენტრი დირექტორი. ასტეროდის ზომა დაახლოებით 9,5 კილომეტრი იყო და მისი შეჯახებისას გაფანტულმა მტვრის ღღუბლებმა მზის სინათლე დააბნელა, გამოიწვია უუამრავი მეგა-ცუნამი მთელი პლანეტის მასშტაბით და შესაძლოა უამრავი მასიური ხანძარიც. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ შეჯახების შედეგად დედამიწაზე ცოცხალი არსებების 75 პროცენტი განადგურდა.
რენემ ასევე დაურთო, რომ ასტეროიდის შეჯახებამდე დედამიწის კლიმატიც განიცდიდა საგრძნობ ცვლილებებს და ხშირი იყო სიცივეები და ვულკანური ამოფრქვევები. მეცნიერის თქმით: “ასტეროიდის შეჯახება ფინალური დარტყმა იყო დედამიწის ისტორიის ამ გარდამტეხი მომენტისათვის. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს მოვლენები სინქორნული იყო ძალიან დიდი სიზუსტით და აქედან გამომდინარე ასტეროიდმ მნიშვენლოვანი როლი ითამაშა გადაშენებაში, თუმცა არა მხოლოდ ის გამხდარა ყველაფრის მიზეზი”
წყარო: TheVerge

